აშშ-მ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას იძლევა, „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება მოზარდებშიც მოხდეს. საუბარია 12-15 წლის ასაკზე. „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დაცულობა უფრო გაიზრდება.

“მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ სააგენტომ ყველა არსებული მონაცემის მკაცრი და საფუძვლიანი განხილვა განახორციელა,” – განმარტავენ „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში“.

კვლევაში, რომელიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა,  2 260 ადამიანი მონაწილეობდა და დაინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მსგავსი თემები