“პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება” – თამარ გაბუნია

ბოლო პერიოდში ნახტომისებური მატება არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალების შემთხვევა 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია.

“გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების.

რაც შეეხება საწოლ ფონდს, მთელს საქართველოში მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც შეეხება თბილისს, თბილისში გვაქვს 2823 საწოლი, რაც თითქმის ნახევარი მობილიზებული საწოლების. დღევანდელი მდგომარეობით, სულ კლინიკებში რჩება 4296 პაციენტი, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში – 890 და რეანიმაციაში 201 პაციენტია. ასევე მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და ონლაინ კლინიკები. ნიღბის ტარების მაჩვენებელი კი 75%-მდეა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები