„ქოცებისგან” რით განსხვავდები?“ – ზურა ნადირაძე გიორგი ვაშაძეს

გიორგი ვაშაძის და ოპოზიციის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ნადირაძე აცხადებს, რომ ვაშაძის მითითებით საზოგადოებას სოციალურ სივრცეში შეურაცხყოფას აყენებენ:

„გოგიტა ვაშაძეს და მის ადმინისტრატორებს (გოგიტას დავალებით) საქმე ისე დაუდგათ, რომ კრიტიკულ კომენტარებს (ზრდილობიანს) შლიან, საზოგადოებას კი ფანატიკოსებს და ტროლებს ეძახიან, ქოცებისგან რით განსხვავდება გამაგებინეთ?!

არადა საჯარო პოლიტიკოსი ვარო თავს იკლავს, პასუხისმგებლიანიო, ძალიან გაუჭირდა გოგიტას პასუხისმგებლობის აღება ამნისტიაზე როგორც ჩანს და საზოგადოების გახშირებულ სუნთქვასაც ზურგსუკან მწვავედ გრძნობს .

საერთოდ, საჯარო პოსტებზე კომენტარების წაშლა (მით უმეტეს პოლიტიკოსის) უბანძესი საქციელია და Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე მიხედე ადმინისტრატორ ბავშვებს და თუ შენ ავალებ საკუთარ თავსაც ,“ – წერს ზურაბ ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები