“არჩევნებზე არანაირი შანსი არ ექნება მელიას” – ალეკო ელისაშვილი

  •  

არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე მელიას, დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ნიკა მელია თუ ის ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი იქნება.

მისი თქმით, შესაძლოა, ის საერთი კანდიდატადაც არ დასახელდეს, რადგან ოპოზიციის ერთობა “ბლეფია”.

“არანაირი შანსი არ ექნება დარწმუნებული ვარ და ვერც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი უჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი, ამაზე ვფიქრობთ. საერთოდ, არ მაინტერესებს რას ფიქრობს და რა დასკვნები გამოაქვს მას (მელიას). ოპოზიციური ერთიანობა ეს არის ბლეფი. ეს იყო ერთადერთი მიზანი სააკაშვილის, რომ თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა ყველა. ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა იყო ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საშუალება, ვიღაცისთვის იყო თვითმიზანი და ვისაც ჰგონია, რომ ეს თვითმიზანი, იგივე ბლეფი არის სერიოზული რამ, ეს არის ძალიან მცდარი, რადგან ჩვენ დანარჩენი ოპოზიციისგან, როგორც დაინახეთ, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს. ამ განსხვავებულობის გამო გვიჭერს მხარს, ვინც გვიჭერს. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების გარდა არავის აინტერესებს ოქტომბერში მერობის კანდიდატი ვინ იქნება,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები