ლევან რატიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

  •  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს.

„მეგობრებო ვისაც გაქვთ შესაძლებლობა რომ გაიღოთ სისხლი გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე. გთხოვთ, დაპლიუსდეთ კომენტარებში და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადავაზიაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს ვისაც აქვს სიკეთის კეთების შესაძლებლობა!

დღეს ვიდრე არასდროს ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება და თანადგომა ერთმანეთის!

დღეს ვიდრე. არასდროს შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი ) სისხლის მაგათთან დაკავშირებით:

1. მოსახლეობის უმრავლესობას კოვიდი აქვს გადატანილი და მათი უმეტესობა ამ მიზეზით ვერ გასცემს სისხლს რადგან კოვიდის გადატანიდან 2 თვე უნდა იყოს მინიმუმ გასული;

2. მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს ქვეყანაში და ვინც იკეთებს ვაქცინას მინიმუმ 45-60 დღე ვერ გასცემს სისხლს;

3. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაა, ამიტომ სისხლის ბანკში თითქმის დონორი აღარ გვყავს;

ამიტომ ვისაც გვაქვს შესაძლებლობა

გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა

და ვიხსნათ სიცოცხლე სიკვდილისაგან!!!

ნეც შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს,“ – წერს ლევან რატიანი.

მსგავსი თემები