„მეუღლე ძალიან მიყვარს და „ნაცმოძრაობის“ გამო ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ“ – გიორგი ვაშაძე    

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალაური მოძრაობის“ მხრიდან  მის მიმართ ამორალურ ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი განცხადებების გამო, ოჯახის დანგრევას არ აპირებს.

“მორალისტობას“ ვერ მივიღებ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ეს ხალხი, ვინც ახლა საჯაროდ საუბრობს და მაკრიტიკებს, პირად საუბარში ხმასაც კი ვერ მცემენ იმდენ რამეში არიან ჩემთან ჩაჭრილები. ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის ის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან და ჩხარტიშვილი, ჩხარტიშვილს იძახიან. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ სულ ამას მაძახებს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი მყავს, ტრადიციებს პატივს ვცემ, ოჯახს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ამათ გამო ოჯახის დანგრევას. რა დონის ამორალურია ეს… ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ და მეორე დრეს ჩემთან ერთად არიან“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც გიორგი ვაშაძის მეუღლის ბიძაა. ოპონენტები კი მას ვანო ჩხარტიშვილის გამო, მმართველ გუნდთან კავშირზე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას.      

მსგავსი თემები