საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 245-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“  1 547 პირს დაუდასტურდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 806 შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები