პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტო არ დაადო. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში აკეთებს.

დღეს, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სალომე ზურაბიშვილს მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ვეტოს სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.      

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რატომ არ გამოიყენა ვეტოს უფლება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა,  ეთანხმება ოპოზიციის შენიშვნებს, თუმცა მიიჩნევს, კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ამნისტიის შესახებ კანონზე, რომელიც როგორც ნიკანორ მელიას, ასევე 20 ივნისის ღამის ყველა დამნაშავეს ეხება.   

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მან გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა მხარის პოზიცია მოისმინა და ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა.  

მსგავსი თემები