მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ვეტოს დადების სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს. პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე, მამუკა მდინარაძემ, ორბელიანის სასახლიდან გამოცვლის შემდეგ ისაუბრა.

„პრეზიდენტის განწყობებზე ნუ ვილაპარაკებთ.  მას არც შეუმჩნევია ჩვენთან და მით უმეტეს, დეკლარირება არ მოუხდენია თავისი განწყობის. მან ყურადღებით მომისმინა, კითხვები დასვა, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე. მის დასკვნებზე, ბუნებრივია, წინასწარ ვერაფერს ვილაპარაკებ. წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ ვეტოს დაძლევაზე. თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტაციაზე ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გააჩნია, რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას, პარლამენტი მსჯელობს ხოლმე ვეტოს დაძლევაზე“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც განხილვადია: „ჩემი ვარაუდია და შეიძლება სუბიექტური ვარ, სამართლებრივი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ვეტო დაედოს, არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები