ნიკანორ მელიას ცივილიზებული სამყარო გამოიხსნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკანორ მელია ციხეს მალე დატოვებს და ეც იქნება ცივილიზებული სამყაროს მიერ მისი გამოხსნა. ეს განცხადება ბოტკოველმა ნიკანორ მელიას მონახულების შემდეგ გააკეთა.  

“ამ დღეების განმავლობაში, ბევრი სიახლე იქნება. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ადგილობრივ არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქის მერის პოსტი რატომ არის ასეთი აქტიური? რაც შეეხება ნიკას გადაწყვეტილებას, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რას და როგორ აპირებს. რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება. ეს შეიძლება იყოს 3 დღე,  5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია”, – განაცხადა ბოტკოველმა, რომელმაც ნიკანორ მელია საპატიმროში მოინახულა.

მსგავსი თემები