“ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ” – დეკანოიძე სამადაშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ყოფილი თანაგუნდელი სალომე სამადაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამადაშვილის კონკრეტული საუბარი უსინდისობაა.

ხატია დეკანოიძის გაღიზიანება შემდეგ გამონათქვამს მოჰყვა:

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ დასვა კითხვა – გარდა შეთანხმების პირობებისა, რა გზა არსებობს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად.

სამადაშვილის ცნობით, დეკანოიძემ ამ კითხვაზე ნახევრად ირონიული პასუხი მიიღო. სწორედ ამ გამონათქვამს მოჰყვა დეკანოიძის რეპლიკაც: “ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ”.

მისივე ინფორმაციით, ლიტველ მინისტრს ევროპარლამენტარების თავდებობის საკითხზე ისაუბრა.

სამადაშვილის თქმით კი, სხვა გზა გარდა ამნისტისა, არ არსებობს, ამიტომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რომლის გამოყენებითაც მელია ციხეს დატოვებს.

მსგავსი თემები