“ვფიქრობ, პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ვეტოს დადებაზე” – იაგო ხვიჩია

  •  

“გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე.

ალტერნატიული კანონპროექტის შესახებ კი “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ უმჯობესია, ოპოზიცია და “ქართული ოცნება” ერთ დოკუმენტზე შეთანხმდნენ.

“ვფიქრობ, პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ვეტოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნაურია ის ერთობოდეს ქართველ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრებით. კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა, როგორც ჩანს, ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია, რომლის შინაარსიც მე კარგად არ ვიცი.

მგონია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა ის, რომ როცა რაღაც არ მოგვეწონება ყველამ ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.

მსგავსი თემები