100-მდე მაშველი მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებს

მაშველებმა რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა განაახლეს. გუმათჰესების კასკადის და რიონჰესის საგუბრების წყლისგან დაცლა ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს, მაშველები მოსახლეობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებენ. 2 დღის განმავლობაში მდინარის დონე საგრძნობლად მომატებული იქნება, რის გამოც მოქალაქეებს თევზაობა და მიახლოება აეკრძალათ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100-მდე მეხანძრე მაშველი, რომლებიც მდინარის ფსკერს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ექოლოტებით დაათვალიერებენ.

შეგახსენებთ, ირაკლი ანთიძის კვალი მდინარე რიონში 10 აპრილს დაიკარგა. ოჯახის ადვოკატმა გუშინ დაკარგულის ბოლო შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ის მომხდარის მიზეზებზე წერდა.

მსგავსი თემები