“ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ” – კარლ ჰარცელი

  •  

ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid-19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი“,- განაცხადა ჰარცელმა.

მსგავსი თემები