“ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი ევროკავშირის გირაოა” – სერგო ჩიხლაძე

  •  

ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი არის ევროკავშირის გირაო, სხვა ბერკეტი არ არსებობს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არც „ქართულ ოცნებას“ და არც არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ მედიატორების საშუალებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებიდან რომელიმე პუნქტი მაინც ჩავარდეს.

„ეს არის სწორი პოზიაცია, დიახ, ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი არის ევროკავშირის გირაო, სხვა ბერკეტი არ არსებობს. იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება. ამნისტიის კანონზე ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, ავიღეთ პასუხისმგებლობა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გიდასტურებთ, რომ ამნისტიის კანონზე ბოლომდე ვიმუშავებთ. არ მივცემთ საშუალებს „ქართულ ოცნებას“ და არავის, რომ ამ შეთანხმების თუნდაც ერთი პუნქტი ჩავარდეს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები