სუს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა

  •  

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის ადგილი არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, არამედ, ოკუპირებული ტერიტორია იყო.

ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გუშინ, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 პირი რუსი სამხედროების მანქანით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

მსგავსი თემები