ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 200 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  312 954-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.6%.

 ბოლო 24 საათში ვისურისგან გამოჯანმტღელდა, 1 200  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 294 252 მდე.

მსგავსი თემები