“რუსული სამხედრო მანქანით, მოვიდნენ ზედა სასაფლაოზე, გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი” – დავით ქაცარავა

ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პირები, რომელთაც საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები, იარაღი არ ჰქონდათ და ქართულ- ოსურად საუბრობდნენ.

მათივე შეფასებით, გადმოსულები რუსი სამხედროები არ უნდა ყოფილიყვნენ. 

“ოთხი ადამიანი გადმოვიდა იმ სასაფლაოდან ქვემოთ, ჩვენს სასაფლაოზე აპირებდა შემოსვლას, ეტყობა და უფრო ქვემოთ შეიძლება ჩამოსულიყვნენ, რადგან, აშკარად ლაპარაკობდნენ ქართულად და ოსურად და რუსები არ იყვნენ.

შეუიარაღებლები იყვნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, მაგრამ ვინ იყვნენ, ვერ დავადგინეთ,”- განაცხადა ხურვალეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, გადმოსულებს მხარს რუსული საოკუპაციო ძალები უჭერდნენ და ისინი რუსული სამხედრო მანქანით გადადგილდებოდნენ. 

“სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები რომლებიც გადაადგილდებოდნენ ე.წ. ტაბლეტკით, რუსული სამხედრო მანქანით, მოვიდნენ ზედა სასაფლაოზე, გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი და ცდილობდნენ შეექმნათ კომფლიქტი. მათ მხარს უჭერდათ რუსული საოკუპაციო ძალები, შესაძლებელია, ინსტრუქცია მიიღეს, ან არ ვიცი, მაგრამ ასეთი შემოსვლა და საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა რამდენჯერმე განმეორდა,”- განაცხადა ქაცარავამ. 

მსგავსი თემები