“მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება” – კელი დეგნანი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეხმიანება და ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

“შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არცერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ.

ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.

თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.

ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის,” – ამბობს ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი, რომელიც აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

მსგავსი თემები