„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძე

  •  

კარგი ამბავი არის ის, რომ ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ მეტ-ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დალაგდება ამერიკაში და ევროპაში სიტუაცია და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც მიხედავენ.

„მე მაინც იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, რომ როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე. გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება.

მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მსგავსი თემები