დაზიანებული სახლები, განადგურებული მოსავალი და ინფრასტრუქტურა – სტიქია კახეთში  

კახეთში, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ 200-ზე მეტი სახლი დააზიანა, მოსავალი სრულიად გაანადგურა და საგზაო ინფრასტრუქტურაც აღსადგენია.   დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.  

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია 200-მდე სახლი. ზარალს ითვლიან კაჭრეთსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც, სადაც სეტყვამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. სოფელ კაბალში ჯებირებიდან მდინარეც გადავიდა, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ამ დროის მონაცემებით, კაჭრეთში განადგურებულია 350 ჰექტარამდე ფართობი, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები იყო მოყვანილი.

როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ხელისუფლება ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობს და სახლებიც გადახურვაც დაიწყება.

მსგავსი თემები