კორონავირუსით ბათუმში 34 წლის ქალი გარდაიცვალა

  •  

ბათუმში 34 წლის კოვიდპაციენტი გარდაიცვალა – ახალგაზრდა ქალი კლინიკა “”ბიემსიში”” მკურნალობდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში 8 აპრილს შეიყვანეს.

პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა.

34 წლის ქალს თავის ტვინის ინფარქტი განუვითარდა. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები