„ღმერთს შევპირდი, თუ ფეხმძიმე მეუღლეს გადამირჩენდა, ჩავბარდებოდი“ – მამა სერაფიმეს მძიმე ისტორია და კავშირი ეკლესიასთან

ქანდის მონასტერში, ასურელი ბერის მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად სხვადასხვა ქალაქებიდან დღემდე ბევრი მორწმუნე ჩადის. ბერს წარმოშობით მესოპოტამიიდან, არასდროს უფიქრია, რომ ის ღმერთს მიუძღვნიდა საკუთარ ცხოვრებას, თუმცა, შექმნილმა ჯანმრთელობის პრობლემამ და ორსული მეუღლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხმა ღმერთთან მიიყვანა.

„1999 წელს, უცებ გავხდი ცუდად. გულზე შემექმნა პრობლემები. საკმაოდ მაღალი წნევა მაწუხებდა და სასწრაფოს ხშირი გამოძახება მიწევდა. შედეგ დადგინა, რომ ნევროზი მქონდა. ახლობელმა მითხრა, ეკლესიაში იარე და უკეთ იქნებიო. ერთხელ, როცა ეკლესიიდან ვბრუნდებოდი, ისეთი ძლიერი გულის შეტევა მქონდა, აუტანელი იყო. სულ წამლებით დავდიოდი. ამის შემდეგ, დავვარდი მუხლებზე, ხელები აღვმართე ზეცისკენ და უფალს ვთხოვე დახმარება“ – იხსენებს მამა სერაფიმე.  

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში მეგობრებს მიჰყავდათ და მოჰყავდათ, დადგა დრო, როცა საკუთარი ფეხით თავისუფლად მივიდა.

„ერთ დილით გამეღვიძა და როცა საათი ვიკითხე, 10-ის ნახევარი იყო. ავნერვიულდი, რადგან, კვირას, 09:30 საათზე წირვაზე უნდა ვყოფილიყავი. უცებ ჩავიცვი და გავიქეცი. სწორედ მაშინ მივხვდი რომ ეს იყო პირველი დღე, როცა საკუთარმა ფეხებმა მიმიყვანეს ეკლესიამდე და არავის დახმარება დამჭირვებია. ამის შემდეგ, შემოვიდა ჩემს გულში ღმერთი“ – ჰყვება მამაო.

ამის შემდეგ კი ფეხმძიმე მეუღლე გახდა ცუდად და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

გამიჩნდა ქეთევანი, მაგრამ, სანამ გაჩნდებოდა, ჩემი მეუღლე ცუდად გახდა. ღმერთს მაშინ შევთხოვე დახმარება და დავპირდი, თუ გადამირჩენდა, ჩემს ცხოვრებას შევწირავდი მას და ბერის სახით ჩავბარდებოდი ტაძარს და ვიცხოვრებდი ღმერთისთვის. ქეთევანის შემდგ კი გაჩნდა მარიამი და თანდათანობით მივხვდი, რომ ჩემი სიტყვა შესასრულებელი იყო. 24 წლის რომ ვიყავი, ჩავბარდი მონასტერს, ბერად“ – იხსენებს სასულიერო პირი.

ქანდაში 2 000 ასურელი ცხოვრობს. მამაომ არამეული ენა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეისწავლა და „წმინდაო ღმერთო“-ზეც მელოდია დაწერა, რომელი შემდეგ ხმებში მგალობლებთან ერთად გაიშალა.

არქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი ქანდის  მონასტრის წინამძღვარია. ის საქართველოში დაიბადა და საეკლესიო ცხოვრება სწორედ  24 წლის ასაკში დაიწყო. მამაო წარმოშობით ისტორიული მესოპოტამიიდანაა, ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწიდან. მისი მშობლიური ენა არამეულია. იგი ლოცვებს არამეულად კითხულობს და გალობს უძველეს აღმოსავლეთში არსებული ტრადიციების შესაბამისად.

მამაო ასევე არის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ტაეკვონდოში, სპორტის ოსტატი, შავი ქამრის, პირველი და მეორე დანების მფლობელი კარატეში.

მსგავსი თემები