“აზერბაიჯანის არმიის შენაერთებმა მთიან ყარაბაღში კიდევ 7 სოფელი დაიკავეს” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის არმიიის შენაერთებმა მთიან ყარაბაღში კიდევ რამდენიმე სოფელი აიღეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი ჯებრილის, ფიზულისა და ტერტერის რაიონებში კიდევ 7 სოფელზე დაამყარა. მანამდე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებმა დროშა სოფელ მაგადიზში აღმართეს.

ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინტენსიური ბრძოლები კონფლიქტის ზონაში უკვე მერვე დღეა, გრძელდება.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. 

მსგავსი თემები