საქართველოში კორონავირუსი კიდევ 554 ადამიანს დაუდასტურდა, 252 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – ოთხი, კახეთში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

მსგავსი თემები