ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 248 ადამიანს და კორონავირუსი 57-ს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები