კორონავირუსი ზუგდიდის სკოლაში – ინფიცირებულია მოსწავლე

ზუგდიდის სკოლაში 2 კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს, თუმცა სკოლა მუშაობას განაგრძობს.

ირკვევა, რომ ოჯახი სპეციალისტების რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ბავშვი მშობლებმა სკოლაში მაინც გაუშვეს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ვისთანაც კი შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ მოსწავლეს, გადავლენ თვითიზოლაციაში და 2 დაწყებითი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე,” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მსგავსი თემები