„მთავარია ზრუნვა დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად და არა პოპულისტური განცხადებები!“-აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

30 სექტემბერს გალის რაიონში   დაკავებული ირაკლი ბებუას ირგვლივ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კომენტარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ეხმაურებიან.

უმაღლესი საბჭოს წევრები მადლიერნი არიან  იმ მოქალაქეების, რომელთაც აწუხებთ დაკავებული თანამემამულის ბედი და მისი გათავისუფლებისათვის  ხელისუფლების აქტიურობას ითხოვენ.

„გვინდა დავარწმუნოთ ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა მისი ჭეშმარიტი გულშემატკივარი, რომ აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს თითოეული წევრი ამ ადამიანის მდგომარეობისა და მისი გათავისუფლებისათვის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ყოველსაათობრივ ინფორმაციას ადევნებს თვალს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, პირველ რიგში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი,  საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეაქტიური თანამშრომლობით, შეძლებს, რომ გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუაუვნებლად და მოკლე დროში დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“- აცხადებენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში.

მათივე თქმით, ახლა მთავარია უხმაურო, მაგრამ შედეგზე გათვლილი სახელმწიფოებრივი ქმედებები.

“ახლა მთავარია უხმაურო, მაგრამ შედეგზე გათვლილი სახელმწიფოებრივი ქმედებები, ზრუნვა დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად და არა პოპულისტური განცხადებები!“ – აღნიშნავენ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრები.

მსგავსი თემები