,,მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მოისმინონ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ჯარისკაცების საჭიროებები”- ზელენსკი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მოისმინონ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ჯარისკაცების საჭიროებები და დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საბრძოლო ბრიგადების სპეციფიკური საჭიროებები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი

„ჩვენი საბრძოლო ბრიგადების სპეციფიკური საჭიროებები – რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის ყველა აღრიცხვა უნდა იყოს გაციფრულებული. ზოგადად, ჯარებში გაცილებით ნაკლები ქაღალდები უნდა იყოს და არ უნდა იყოს განსხვავება იმას შორის, რაც აღწერილია და რაც რეალურად სჭირდებათ ადგილზე ბიჭებს. თავდაცვის სამინისტრო ახლა აღრიცხვის სისტემას განაახლებს“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები