„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც და პარალელურად, არჩევნები უნდა ჩავატაროთ” – გიორგი გახარია

“არჩევნებზე სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სიღნაღში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი მოსახლეობას წარუდგინა.

გახარიას თქმით, არჩევნები ყოველგვარი გართულების გარეშე უნდა ჩატარდეს.

„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც და პარალელურად, არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ არავის ჰქონდეს რამე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ, უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ მას, ვისაც ღირსეულად ვთვლით“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები