„რატომ მოითხოვა სარეკომენდაციო წერილი თუ თავის მოკვლას აპირებდა“ – კომპანია „ზეგი”

  •  

კომპანია “ზეგ” – ის იურისტი აცხადებს, რომ თამარ ბაჩიალაშვილმა სარეკომნდაციო წერილი მოითხოვა, ქეთი მირიანაშვილს მიაჩნია, რომ ადამიანი, ვინც მომავალს გეგმავს თავს არ მოიკლავდა. კომპანია კომპიუტერის და პირადი ტელეფონის გახსნას ელოდება:

„ვიდრე კომპანიას დატოვებდა სარეკომენდაციო წერილი მოითხოვა, ის თუ თვითმკვლელობას აპირებდა რატომ მოითხოვა სარეკომენდაციო წერილი.

გვთხოვა სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გამზადდა და გადაეცა, შესაბამისად ადამიანი, რომელიც გეგმავს მომავალს დიდი კითხვის ნიშანია, რატომ მოიკლავდა თავს, ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ძიება და მოხდეს ასევე, თამარის ტელეფონის და პირადი კომპიუტერის გახსნა,“ – განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩიალაშვილი დღეს დაკრძალეს.

მსგავსი თემები