„ყველაზე დიდი ვერაგობაა, როდესაც ინფორმაციები გაჟონავს და ამით იზღვევენ თავს“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა და საქმის მასალებს გვიანომაბდე ეცნობოდა.

რამიშვილის ინფორმაციით საქმე საკმაოდ მოცულობითია, სხვა ექპსერტიზებთან  ერთად დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიცაზაც. ადვოკატს აქვს კითხვები, როგორ აღმოჩნდა მანქანა იქ, სადაც იპოვეს.

„ძალიან დიდი მასალაა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოთხოვილი არის ყველა ის მარშრუტი, რაც გარდაცვლილმა თავისი მანქანით გაიარა. ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემ მიერ იყოს ეს ყველაფერი გადამოწმებული. გარკვეულ ჩვენებებსაც გადავხედე. რაც მთავარია, რომ ჩემი მოთხოვნები ექსპერტიზებთან დაკავშირებით აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი საქმეში. საუბარია ექსპერტიზების საკმაოდ მოცულობით ჩამონათვალზე, რაც უნდა ჩატარდეს. ექსპერტიზა გარკვეულწილად შექმნის უკვე რეალურ სურათს, მაგალითად, როგორ აღმოჩნდა იქ მანქანა და არის ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი რომელზეც, ჯერ წინასწარ არ გავცემ პასუხს. ყველაზე დიდი ვერაგობაა, როდესაც ინფორმაციები გაჟონავს და ყველა მერე ამით თავს იზღვევს.“ – აცხადებს რამიშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ გარდაცვლილი გოგონას საქმის ირგვლივ დაუსჯელი არავინ დარჩება:

„ მერწმუნეთ ყველას გეცოდინებათ ის რაც მართლაც თქვენს ინტერესებსაც დააკმაყოფილებს, მაგრამ დაცული ვიქნებით და პირველ რიგში სამართლიანობა აღდგება. დაუსჯელი არავინ არ დარჩება. ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული, მაგრამ არა იმ დოზით რომ ამ საქმეს ხელი შეეშალოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს რამიშვილმა.

რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას კითხვით მიმართავს თუ რატომ გახდა ხუთ დღიანი ძებნა საჭირო ავტომანქანის ადგილსამყოფელის დასადგენად.

„ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ ხვალ იმ ხუთდღიან ძებნასთან დაკავშირებით მოვითხოვ და დაველოდები რამდენიმე დღეში პასუხს, თუ ეს ხუთი დღე როგორ მიმდინარეობდა ძებნა. კითხვის ნიშნები არ ამოიწურება არასდროს. კითხვის ნიშნები იქნება, ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდება. ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როცა ოჯახი დარწმუნდება სამართლიანობაში, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ბევრი ადამიანია დაკითხული. ბევრი ნიუანსი მაქვს ნანახი, ბევრი ადამიანის ჩვენებების თაობაზე რაღაც ინფორმაციები მაქვს, რომელსაც პარალელურ რეჟიმში გადავამოწმებ და ბევრ შესაბამისობას ვნახავ. დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიზაც. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ დალუქულია, ჩემ მიერ არის ხელმოწერილი. ხვალ დაკრძალვაა და მას მერე მოვალ. ყოველდღე მოვალ დასვენებას, არ ვაპირებ“, – განაცხადა რამიშვილმა.

მსგავსი თემები