თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ

  •  

23 წლის პროგრამისტს,  თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.

ფონიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მისი გადასვენება ორ საათზე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

ამ ეტაპზე უცნობია ცხედრის ექსპერტიზის პასუხიც, თუმცა როგორც პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა და ადვოკატმა განაცხადეს, ცხედარს დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.

23 წლის მარიამ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოჯახი მას 5 დღე ეძებდა.

მსგავსი თემები