„ქართული ოცნების“ „საჩუქრები“ საქართველოს მოსახლეობისთვის გრძელდება – დავით ჭიჭინაძე

„რატომ გაცოცხლდა და როგორ აღმოჩნდა კერძო ფინანსური კომპანიების ხელში 2018 წელს ე.წ. განულებული სესხები?!,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა,

მისივე თქმით, საუბარია 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დაპირებაზე, როდესაც, როგორც მოძრაობის ლიდერი აღნიშნავს „ოცნებას“ მოსახლეობისთვის ვალები უნდა ჩამოეწერა:“ იმ ფინანსურმა კომპანიებმა, რომლებმაც ეს ვალები იყიდეს, დღეს მოსახლეობას ატერორებენ.

ანუ, თუ  ამ ვალების ჩამოწერა რეალურად მოხდა, როგორ აღმოჩნდა ეს ვალები ამ ამომღებ კომპანიებთან, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ბანკებმა  ადამიანებისგან და ეკონომიკიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარი ამოიღეს.  აქიდან 127 მილიონი წმინდა მოგებაა.

ანუ, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შემოსავლების გარეშე დარჩენილ ადამიანებს, სესხების  კაპიტალიზაციის გარეშე გადავადებას ჰპირდებოდა, სტატისტიკამ  აბსოლუტურად სხვა ციფრები გვაჩვენა –  ივნისის თვეში ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდან, ჩვენი ეკონომიკიდან ამოღებულია  დაახლოებით 375, 327 მილიონის ლარის  ოდენობის თანხა, რაც შეეხება,  იმ სტატისტიკას, რომ გამოკითხული ადამიანების  53% თვლის, რომ არ დაკარგავს სამუშაო ადგილს,  თუ შევხედავთ იმ მოცუმულობას რასაც დღეს  ბანკები თავისი მოგებებით ახდენენ, ვფიქრობ,  რომ არათუ 53% შეინარჩუნებს,  კომპანიების დაახლოებით 30% – 35% მაინც თუ შეინარჩუნებს თანამშრომლებს ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ რომ ნებისმიერი სექტორი დღეს, ეს იქნება  ბაზრობები, სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა,  პრაქტიკულად მყიდველი ყველგან გამქრალია და ეს მიანიშნებს ზუსტად იმაზე, რომ ფულის აკუმულირება ხდება ისევ და ისევ ძალიან ვიწრო ჯგუფების ხელში,  ფართო მასებს, ხალხს  ფული არ აქვს, აი აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ზოგადად „ქართული ოცნების“  პირობებში, მთელი ეს მანქანა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკების და ფინანსური ჯგუფების ინტერესებს.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები