გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებისთვის დაკავებულს სახლში უნდა – იტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

„სახლში უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულადაა“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დანაშაულის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს.“

როგორც ადვოკატმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, გიგა ტატიაშვილი ამ საქმეში ერთადერთია, ვისაც არაფერი დაუშავებია.

„მედიაცენტრი მთავარი”: 27 ივლისს  დაკავებული თერთმეტივე ბრალდებული სასამართლოში უნდა მიიყვანონ. რას ელოდებით ამ პროცესისგან?

გიორგი ყიფშიძე: 27-ში განსაკუთრებული არაფერი ხდება.  უბრალოდ, მოსამართლე ვალდებულია, გადახედოს და შეაფასოს აღმკვეთის ღონისძიება. ბუნებრივია, დაკავებულიც უნდა მოიყვანონ სასამართლო პროცესზე, საუბარია 11 ადამიანზე.

„მედიაცენტრი მთავარი:“ დაცვის მხარის პოზიცია რა იქნება, ესეც ფორმალური?

გ.ყ. ჩვენ თავიდანვე არ ვეთანხმებოდით აღკვეთის ღონისძიებას და ეს პოზიცია რჩება დღესაც, სასამართლოზეც იგივეს დავაფიქსირებთ. აღმკვეთი გამოიყენეს, როგორც სადამსჯელო ღონისძიება.

„მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ გიგა ტატიაშვილზეც გკითხავთ, იყავით ციხეში, რას გეუბნებათ, როგორ არის?

გ.ყ. დიახ, ვიყავი, ვნახე.  რა გითხრათ, როგორ იქნება, როცა იცის ადამინმა, რომ არაფერი დაუშავებია. სახლში უნდა. მისი „დანაშაული“ მხოლოდ ის არის,რომ ბიჭები ჩაიყვანა მცხეთაში.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ასეთი რთული ბრალდება აქვს მას წაყენებული – დანაშაულის ორგანიზება, ფსიქოლოგიურად როგორია მისი მდგომარეობა?

გ.ყ. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულადაა. კარგად როგორ იქნება როცა ჭიდაობის მეტი არაფერი გაუკეთებია ბიჭს და ციხეში აღმოჩნდა.

„მედიაცენტრი მთავარი: აცნობიერებს რეალურ მდგომარეობას?

გ.ყ. მეც რომ არ ავუხსნა, რეალობა თვითონ ხომ იცის ადამიანმა რა მოხდა, რა ნაწილში იყო ის ამ საქმესთან კავშირში. იცის, რომ არაფერ შუაშია. აქვს მოლოდინი და დარწმუნებულია, რომ გამართლდება. ერთდერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელსაც ხელი არავისთვის დაუკარებია და რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ რამე შუაშია ამ საქმესთან, საერთოდ არც მიკარებია არავის.   

მსგავსი თემები