მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა

  •  

 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორისაა 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული. „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, – აცხადებს ანგი ხუციშვილი.

მეტი...

“კლიმატის ცვლილება საგანგაშო და არაპროგნოზირებად ნიშნულს აღწევს” – სოფიო ქაცარავა

  •  

 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ხანძრები ამაზონისა და არქტიკის რეგიონში მსოფლიო ლიდერებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს. მისი თქმით, კლიმატის ცვლილება საგანგაშო და არაპროგნოზირებად ნიშნულს აღწევს. „ის, რასაც ვხედავთ ბრაზილიის ტროპიკულ ტყეში, ასევე ტყეებში ალასკაში, ჩრდილოეთ კანადასა და ციმბირში არის ნათელი ინდიკატორი, რომ კლიმატის ცვლილება საგანგაშო და არაპროგნოზირებად ნიშნულს აღწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხანძრები უფრო დიდი მასშტაბებს იძენს და უფრო ხშირად ჩნდება. ამას აქვს გავლენა კლიმატზე, ხანძრები გამოყოფს ნახშირორჟანგს და ასევე ანადგურებს ეკოსისტემას, რომელიც შთანთქავს მას. ეს კი ქმნის ციკლს, რომელიც კლიმატურ კრიზისს უფრო ინტენსიურ ხდის“,…

მეტი...

“ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის” – პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძეს პასუხობს

  •  

 “ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ”, – ასე უპასუხეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. „ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. პირველ რიგში, განვმარტავ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და…

მეტი...

ავთანდილ წერეთელი 500 000 ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს

  •  

 „ამ თანხას არ გადავიხდი და  წავალ ციხეში“, – ეს განცხადება სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებთან გააკეთა. ბიზნესმენი თანახმაა, ციხეში წავიდეს. „მატ უნდათ, „ტვ პირველის“ ქონება ჩავდოთ გირაოში. ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, ის ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა  ავთანდილ წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის…

მეტი...

20-21 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სამართალდამცველი დააკვეს

  •  

 საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს,  პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი. აღნიშნული ინფორმაცია, „მედიაცენტრ მთავარს“  საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიაწოდეს.   „გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა“ – ვკითხულობთ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებლ ინფორმაციაში.  შინაგან…

მეტი...

“გირაოს სახით შეიძლება, „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს, ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს” – ვატო წერეთელი

  •  

 “გირაოს სახით შეიძლება, „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს, რომ მამაჩემი დავიხსნა. ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს”, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილმა, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა. „სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. ყველაზე ცუდი, რაც ხდება, გირაოს სახით შეიძლება, მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება, რომ დავიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს. თუ მოგვიწევს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება, ვულოცავ პროკურატურას და სახელმწიფოს“, – განაცხადა  ვატო წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა…

მეტი...

ავთანდილ წერეთელს 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

  •  

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აუკრძალა. ავთანდილ წერეთელს გირაოს თანხის გადახდისთვის 14-დღიანი ვადა აქვს. თუმცა, თავად წერეთელი აცხადებს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა მას არ გააჩნია. „ეგ უნდათ, რომ „ტვ პირველის“ ქონება ჩავდო, მეტი არაფერი. ვერ ეღირსებიან. მე არ გადავიხდი და ვისაც უნდა, გადაიხადოს“, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ავთანდილ წერეთელმა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელი „ტვ პირველის“ მფლობელის,…

მეტი...

ექვსი ათასზე მეტი პედაგოგი ოქტომბრის დასაწყისში, ჯილდოს სახით ორი წლის ხელფასს მიიღებს

  •  

 6 ათასი პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით, მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.  როგორც პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, მასწავლებლების გარდა, ხელფასები გაეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის…

მეტი...

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

  •  

 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს. სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

მეტი...

“უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა” – მამუკა ბახტაძე

  •  

 “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უახლოეს ხანში ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა, რომელიც ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული. მისი თქმით, მოძრაობა, რომლის დაფუძნებასაც ბიზნესმენი აპირებს, საკმაოდ მოთხოვნადია. „რაც შეეხება მოძრაობას, მინდა გითხარით, რომ ამას უახლოეს ხანში დავაფუძნებთ​. მინდა შეგაშინოთ, ძალიან დიდი ინტერესია, უზარმაზარი, ძალიან დიდი არმიაა ახალგაზრდების, პროფესიონალების, რომლებიც გვიერთდებიან, რომლებსაც არ უნდა ისეთ უიმედო ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც თქვენ შექმენით. ხალხი, რომელსაც უნდა აქ სილაღე დაბრუნდეს, ქართველი კაცის ყველაზე მთავარი რამ, სილაღე და საფუძველი იმისა, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. ადამიანებმა, იმ ახალგაზრდებმა, რომელთა მშობლებმა უკანასკნელი კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში,…

მეტი...

“სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება” – ბადრი ჯაფარიძე

  •  

 “ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, კრიმინალური წარმოშობისაა”, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება. „ყოველდღიურად, ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილით მიმართა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, კრიმინალური წარმოშობისაა. რა თქმა უნდა,…

მეტი...

ესპანეთში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  •  

 ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთში, ქალაქ უესკაში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, პოლიციას საეჭვო გარეგნობის მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, მამაკაცი მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის დროს, დაკავებულს აღმოაჩნდა ნივთები, რომელთა საშუალებითაც ის გასაქურდ ბინებს ნიშნავდა. ​გამოძიების ცნობით, საქართველოს 34 წლის მოქალაქე რამდენჯერმეა ნასამართლევი ბინის გაქურდვისთვის ბარსელონაში. მას ბრალი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ბინების გაქურდვისთვის წაუყენეს.

მეტი...

ადვოკატები მინდია ლავასოღლის ექსტრადირებას ითხოვენ და თეა წულუკიანს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

  •  

 „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული, მინდია ლავასოღლის ადვოკატები მისი დაცვის ქვეშ მყოფის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ. როგორც მათ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ქართულმა მხარემ ორჯერ დაარღვია ლავასოღლის ექსტრადირებისთვის განკუთვნილი ვადა. ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, ლავასოღლი გაუსაძლის პირობებშია. „საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკაც, უკანონო ქმედებებში, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია. მინდია ლავასოღლის საკითხი ორჯერ გაიარა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისმა სასამართლოებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მხარემ ვერც ერთხელ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ მისი ექსტრადაცია უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ფორმალურად გამოუშვეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებებიდან. შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს…

მეტი...

„იმ მთავრობამ ქონება და ფული წამართვა, „ტვ პირველს“ ვერავინ წამართმევს“ – პროკურატურა ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ

  •  

 ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის სს საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს 15:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ სასამართლოს წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართა. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელი „ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა. ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც წერეთლის ბრალეულობას ადასტურებს. დაცვის მხარე ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. როგორც ცნობილი გახდა, გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ბიზნესმენი კი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მხოლოდ სასამართლოში აპირებს გამოცხადებას. „იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული, „ტვ პირველს“…

მეტი...

„ეს მთავრობა გადადგება ძალიან მალე“ – ბექა ნაცვლიშვილი

  •  

 პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებული მინისტრთა კაბინეტი დასრულებულია. აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა. „დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი რომ დასრულებულია, ეს ფაქტია. მთავრობა დამთავრებულია, არავინ ენდობა უკვე.  ცვლილებები იქნება აუცილებელი და ეს ცვლილებები ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების გარეშეც მოხდება. ისმის განცხადებები, რომ „ჩვენ“ დავაყენებთ პრემიერ-მინისტრის გადაყენების საკითხს, თვითონ „ქართული ოცნება“ გადააყენებს მას და ეს იქნება ამოსუნთქვის საშუალება „ქართული ოცნებისთვის“, რადგან, მათ ვერაფერი გააკეთეს და ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანეს ქვეყანა. ეს მთავრობა გადადგება ძალიან მალე“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მეტი...

“ტელევიზიის ფლობა არ უნდა იყოს ფარი, დანაშაულის ჩადენისგან თავის ასაცილებლად” – ბექა ნაცვლიშვილი

  •  

 “ტელევიზიის ფლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფარი დანაშაულის ჩადენისგან თავის ასაცილებლად.  ეს არის სამართლებრივი პროცესი და თუ გამოიკვეთა შესაბამისი პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება „ტვ პირველის“ დასაცავად ფეხზე უნდა დადგეს”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაქცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, “ტვ პირველში” მას არ შეუნიშნავს არანაირი მიკერძოებულობა და უსამართლობა. „ტვ პირველი“ არის ერთ-ერთი გამორჩეული ტელეკომპანია. აქ მე არ შემინიშნავს არანაირი პოლიტიკური მიკერძოებულობა და უსამართლობა. აუცილებელია, რომ ტელევიზიას ჰქონდეს თავისუფლება, მაგრამ ამასთანავე, პასუხისმგებლობა. „ტვ პირველი“ არასოდეს მოქცევია მაყურებელს უპასუხისმგებლოდ. თუ მე და ჩემი თანამოაზრეები…

მეტი...

„ბლოკების საფუძველზე იყიდებოდა როგორც ხმები, ისე ადგილები“ – ბექა ნაცვლიშვილი

  •  

 პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კონსტიტუციის პროექტის განხილვაში ერთვება და აცხადებს, რომ ერთ-ერთი სიკეთე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოაქვს, კორუფციის წყაროს – საარჩევნო ბლოკების გაუქმებაა.     როგორც ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროპორციული სისტემა კარგია, თუმცა, ის ისეთ ქვეყანაში მუშაობს, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს განსხვავებული ხედვები და იდეოლოგია გააჩნიათ. „პროპორციული სისტემა უფრო კარგად ასახავს იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. რაც უფრო დაბალია საარჩევნო ბარიერი, მით უფრო ნაკლებად იკარგება ამომრჩევლის ხმა. თუმცა, პროპორციულმა სისტემამ რომ იმუშაოს, განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. დღეს, საქართველოში პარტიები ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხვავდებიან, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს პრორუსულობას…

მეტი...

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისასალმებელია, მაგრამ ამისთვის პარტიები უნდა იყვნენ მზად” – ბექა ნაცვლიშვილი

  •  

 “პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისასალმებელია, მაგრამ ამისთვის პარტიები უნდა იყვნენ მზად. მათ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული ხედვები, ვინაიდან დღეს, საქართველოში ყველა პარტია ერთი ლიდერის გარშემოა გაერთიანებული და ყველას ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვს”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.  ნაცვლიშვილის შეფასებით, რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უფრო ნაკლებად დაიკარგება ამომრჩევლების ხმები. “არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება მისასალმებელია. რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უფრო ნაკლებად იკარგება ხმები. ამასთან, ამ კანონპროექტს მზა პარტიები სჭირდება. პარტიები, რომლებსაც ექნებათ განსხვავებული ხედვები და არ იქნებიან ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანებული. დღეს საქართველოში, ყველა პარტია ერთი მსოფლმხედველობისაა, ყველა…

მეტი...

ვაკეში, ქურდობის ფაქტზე, სამი არასრულწლოვანი დააკავეს

  •  

 შსს-მ ვაკეში ქურდობის ფაქტზე სამი არასწრულწლოვანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ჯიპისის“ აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი „ბავარიული გრილი“, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია “time 2 trave”l-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე…

მეტი...

ალაზნის ველზე, დაახლოებით, ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს

  •  

 ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა ალაზნის ველზე გეოფიზიკური დაზვერვის შედეგად დაახლოებით ერთ ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. “ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა – სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის  სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა…

მეტი...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაციისთვის 2 მლნ ლარზე მეტი იხარჯება  

  •  

 თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის სარეაბილიტაცი სამუშაოებს ასრულებს. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძემ საგზაო სამუშაოების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირდა როგორც ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ სანაპიროს მონაკვეთი, ისე ბარათაშვილის ხიდზე არსებული ასფალტის საფარი და სასტუმრო „ამბასადორთან“ ჩასასვლელი პანდუსი. „მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთზე, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე  მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მძღოლები დამეთანხმებიან, რომ განსაკუთრებით ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ იყო სერიოზული დაზიანებები. ეს გზა მთლიანად რეაბილიტირებულია. გარკვეული შეფერხებები არის ავტომანქანებისთვის, რისთვისაც მინდა, მძღოლებს კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო. უბრალოდ…

მეტი...

“მაქვს ამბიცია „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზია” – ირაკლი იმნაიშვილი

  •  

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორსა და საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსს, ირაკლი იმნაიშვილს ამბიცია აქვს, რომ „რუსთავი 2“ გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზია გახდეს. როგორც იმნაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა გამარჯვება ცენზურაზე უნდა მოიპოვოს, განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა. „ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება ერთჯერადი პროცესი, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი. „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ გამარჯვებიდან ძალიან მალე, ხალხსაც და მფლობელებსაც ის წაართვეს. თუ ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მე მაქვს ამბიცია…

მეტი...

“ჩვენ აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებსა“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“ – გერმანიის საგარეო უწყება

  •  

 გერმანია არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდში. „ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნების არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა. მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მეტი...