“ჩვენს აქციებს გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს” – მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებს გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები,” – ამის შესახებ განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე ის და ბადრი ჯაფარიძე.  „ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ის, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ…

მეტი...

“აფხაზეთს საქართველოსგან არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს” – ოკუპირებული გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი

“დღეს აფხაზეთს საქართველოსგან არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს”, – განაცხადა ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა მათ საინფორმაციო სივრცეში აქტიურად ებრძვის, ზემოქმედებენ მათ გონებაზე, ამის მაგალითად კი, ნადარაიას აბიტურიენტები მოჰყავს. „საქართველოს მთავრობა ბოლო დროს უხეშ ძალას არ იყენებს, მაგრამ აქტიურ ბრძოლას აწარმოებს საინფორმაციო სივრცეში. ცდილობს ადამიანების გონებაზე ზემოქმედებას, თუნდ აბიტურიენტების მისამხრობად. გამოდის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მოქნილია. მაგრამ რეალურად, საფრთხეები, რომლებიც საქართველოსგან მომდინარეობს, არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის დროს“, – განაცხადა ნადარაიამ. ამას გარდა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ივნისში, თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების…

მეტი...

“არც ტურისტების მატებას და არც კლებას რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსის ცვალებადობასთან” – დავით ჭიჭინაძე

“ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი, სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე – თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილურ განწყობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ლარის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა. ჭიჭინაძის განცხადებით, ტურისტების რაოდენობის კლებას ლარის კურსის ცვლილებასთან კავშირი არასდროს ჰქონია, ვინაიდან, დეპუტატის თქმით, ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი ჩამოსულა. “ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე და ერთმანეთისადმი უნდობლობა დაგვანახა. არ იციან ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასაც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი პრაქტიკულად…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო რკინიგზაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

რკინიგზელთა შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, ბატონმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურების (მედიაციის) დაწყების თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი, რის შესახებაც ეცნობათ კოლექტიური შრომითი…

მეტი...

ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებითა და პირიქით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობა 15 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდა. ოზურგეთის ავტოსადგურის ხელმძღვანელი მგზავრობის ტარიფის ზრდას საწვავის ფასის მატებას უკავშირებს. შალვა ორაგველიძის თქმით, გადაწყვეტილება თავად მძღოლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. “პირველ რიგში, ფასის მომატება საწვავზე ფასის ზრდამ განაპირობა. რაც შეეხებ, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას, ერთობლივად, ინდმეწარმე მძღოლები არიან, რომლებიც, ფაქტობრივად, გადამზიდავები არიან. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს ამ მძღოლებთან მომსახურებაზე გაფორმებული და მათთან შეთანხმებით მოგვმართეს მძღოლებმა, რომ თბილისის მიმართულებით ფასი გაგვეძვირებინა“, – განაცხადა ორაგველიძემ. ოზურგეთის ავტოსადგურში ვარაუდობენ, რომ მგზავრობის ფასი შესაძლოა, სხვა მიმართულების მიკროავტობუსებზეც გაიზარდოს, მათ…

მეტი...

გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

გერმანიაში სამართალდამცავები მემინგემის ციხიდან გაქცეულ ქართველ პატიმარს ეძებენ. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა.  „გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაიქცა საქართველოს მოქალაქე. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დრო ღობეზე გადაძრომა მოახერხეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით მიიმალნენ.  პოლიციის ცნობით, თურქ პატიმარს მარცხენა მკლავზე ჭრილობა აქვს.  გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

მეტი...

ლილუ და ნოვა, ძაღლებისგან გადარჩენილი მოშინაურებული ბეღურები სამეგრელოში

ლილუ და ნოვა, 9 წლის ფოთელი გოგონას, ანამარიას ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ბარტყები სწორედ მან იხსნა ძაღლებისგან, მოუარა, გამოაჯანმრთელა და დღეს მისი ოჯახის წევრები არიან. მოშინაურებული ბეღურები, 2 თვეა ანამარიასთან ერთად ცხოვრობენ, მასთან ერთად სეირნობენ და არსად მიფრინავენ. „ბარტყებს სახელები მე შევურჩიე, მინდოდა, ერთმანეთის მსგავსი სახელები რქმეოდათ, რადგან ძალიან გავდნენ ერთმანეთს. ერთი ბარტყი გარეთ ვიპოვეთ ეზოში, მეორეს კი ძაღლი მისდევდა, უნდა შეეჭამა. 2 თვეა, ჩემთან ცხოვრობენ. მერე გალიაც ვუყიდეთ და ვუვლი როგორც შემიძლია.  ვერ დაფრინავდნენ და ძალიან შემეცოდა. ფრთაც მოტეხილი ჰქონდა. ძირითადად ვაჭმევ პურს, ხორცს და სპეციალურ საკვებს. გალიიდანაც ვუშვებ, მაგრამ…

მეტი...

“18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, 18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ.  იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ ამ ასაკამდე ახალგაზრდებს იარაღის ტარების უფლება ეძლევათ, მათ ხმის მიცემის საშუალებაც უნდა მისცენ. „თუ ამ ასაკამდე იარაღის ტარებასა და ჯარში მსახურებას ვაძალებთ, ხმის მიცემის უფლებას რატომ არ ვაძლევთ? ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ათას სულელს აქვს, ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდებს არა. პარლამენტის წევრს სკოლის ატესტატი არ მოეთხოვება და 25 წლის თუ არ არის, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმემ აირჩიოს. ამ კითხვებს ვსვამ. იქნებ, ვინმეს გულში პატრიოტული სულისკვეთებაც აქვს და ქვეყნის გადარჩენას ასე უყურებს. მე ვამბობ…

მეტი...

“მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას” – კახა კუკავა

“დღეს სამ პარტიას: „ქართულ ოცნებას”, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ დაგროვებული აქვთ ხაზინის ნაძარცვი ათეულობით მილიონი, რომელსაც ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, რაც არ არის თანასწორობა“, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, საჭიროა ფინანსების მარეგულირებელ წესებში ზედა ზღვარი დაწესდეს. „ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედიის, ასევე ფინანსების მარეგულირებელ წესებში უნდა იყოს შემოღებული ზედა ზღვარი. აუცილებელია, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება გვქონდეს, ვიდებატოთ ეთერებში და დაახლოებით თანასწორი საშუალება გვქონდეს, რომ ჩვენი კამპანია დავაფინანსოთ. დღეს სამ პარტიას: „ქართულ ოცნებას”, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაგროვებული აქვთ ხაზინის…

მეტი...

“პარტია, რომელიც ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტი წარადგინა.  თალაკვაძის თქმით, პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. „წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს: კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს. შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას; პარლამენტში შესული პარტია,…

მეტი...

ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4%-ით შემცირდა

ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4%-ით შემცირდა. თუ 2018 წლის ივლისში რუსეთიდან 169 857 ვიზიტი შედგა, 2019 წლის ივლისში მაჩვენებელი 159 063 ვიზიტზე დაფიქსირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ივლისში საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 48.8%-ით შემცირდა, სახმელეთო გზით კი, 7%-ით გაიზარდა. შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-ივლისში რუსეთიდან 850 650 ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის შვიდი თვის მაჩვენებელს 22.1 პროცენტით აღემატება.

მეტი...

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. „შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას)“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მეტი...

შტორმის გამო, შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, ზღვაში არ შევიდნენ.. „აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს. სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება. ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზები დატბორა. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა. უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა”,…

მეტი...