მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორისაა 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

„საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, – აცხადებს ანგი ხუციშვილი.

მსგავსი თემები