“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისასალმებელია, მაგრამ ამისთვის პარტიები უნდა იყვნენ მზად” – ბექა ნაცვლიშვილი

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისასალმებელია, მაგრამ ამისთვის პარტიები უნდა იყვნენ მზად. მათ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული ხედვები, ვინაიდან დღეს, საქართველოში ყველა პარტია ერთი ლიდერის გარშემოა გაერთიანებული და ყველას ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვს”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. 

ნაცვლიშვილის შეფასებით, რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უფრო ნაკლებად დაიკარგება ამომრჩევლების ხმები.

“არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება მისასალმებელია. რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უფრო ნაკლებად იკარგება ხმები. ამასთან, ამ კანონპროექტს მზა პარტიები სჭირდება. პარტიები, რომლებსაც ექნებათ განსხვავებული ხედვები და არ იქნებიან ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანებული. დღეს საქართველოში, ყველა პარტია ერთი მსოფლმხედველობისაა, ყველა ერთმანეთის ბრალდებითაა დაკავებული. ერთი პრორუსია, მეორე პროდასავლური”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, პარტიებს ბლოკებად გაერთიანება აეკრძალებათ. ნაცვლიშვილის თქმით, ეს ცვლილებაც მისასალმებელია, ვინაიდან ამ დროს, ხმები იყიდებოდა და ფინანსდებოდა პარტიები.

ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ კანონპროექტს “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს და ამ საკითხზე კონსესუსი შედგება.

მსგავსი თემები