მარნეულის ქარხანა წითელი ტყემლის გაყიდვას აჩერებს

მარნეულის სასურსათო ქარხანა წითელი ტყემლის გაყიდვას აჩერებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვებგვერდზე „მომხმარებელი.ჯი“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც, არასაკვები საღებავი „სუდან 1“ რამდენიმე საკვებ პროდუქტში, მათ შორის, მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებულ წითელ ტყემალშიც აღმოჩნდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პროდუქტს ევროპულ ლაბორატორიებში გააგზავნიან, მანამდე კი მუშაობას შეაჩერებენ. „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნდა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩენილია საკვები პროდუქტებისთვის დაუშვებელი ნივთიერება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ჩვენი ქარხნის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი. სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი…

მეტი...

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს სახლების დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გუგუტიანთკარელებს, რომელთა სახლებიც ახალი ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ნინო ლომჯარიას თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული კონსტრუქციებისა და მავთლხლართების მიღმა, ორი ოჯახი ექცევა.  ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს, რომლებსაც იძულების წესით უწევთ სოფლიდან წასვლა, დახმარება აღმოუჩინონ.  დღეს დილიდან რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი ისევ განაახლეს. რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც რკინის ბოძებს მიღმა ორი სახლი მოექცა.

მეტი...

“ინფორმაცია ჩვენს პროდუქტში არასაკვები საღებავის არსებობის შესახებ შეცდომა ან პროვოკაციაა” – “კულას” დირექტორი

კომპანია “კულას” დირექტორი, ივანე გოგლიძე ლაბორატორიის შეცდომად, ან პროვოკაციად აფასებს ერთ-ერთი ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “კულას” ერთ-ერთ პროდუქტში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.  მისი თქმით, “კულა” არ იყენებს საღებავებს და მათი პროდუქცია 25 ქვეყანაში მოწმდება, სადაც იქ ექსპორტზე გადის. „ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ მივიდნენ, აიღონ ნიმუში, დავლუქავთ და შეამოწმონ, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებთ საღებავს, მითუმეტეს, საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც წითელი ფერისაა და არ სჭირდება არანაირი შეფერვა. ან ლაბორატორიის შეცდომაა, ან პროვოკაცია. ჩვენ ამ პროდუქციას ვგზავნით გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში. 25 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი და ყველგან მოწმდება. დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნები ამ პროდუქტის თავიანთ ბაზრებზე რეალიზაციის უფლებას არ მოგვცემდნენ,“ – განაცხადა…

მეტი...

აგრარულ ბაზრებს სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აგრარული ბაზრების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. „ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, როგორც ინსპექტირება ისე დოკუმენტური შემოწმება. სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა, აქედან შვიდ შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

პრემიერი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ უარყოფს

პოლიტიკურ, მათ შორის, სამთავრობო კულუატებსა და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, მოქმედი მაღალჩინოსნებისა და მათი სავარაუდო შემცვლელების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კი დღეს მედიასთან არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.  „ვინ დაიკავებს, ამა თუ იმ თანამდებობას, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პროგრამა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს. ჩვენ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რომელიც გვაქვს, მე ფაქტობრივად რამდენჯერმე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა, ეს გასაგებია. ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს,  მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული…

მეტი...

“აუცილებლად ჩამოდით მუცოში, აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს” – მამუკა ბახტაძე

“მეგობრებო, აუცილებლად ჩამოდით მუცოში. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ მუცოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.  ამასთან, პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დაპირდა, რომ ყველა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი უმოკლედ ვადაში განხორციელდება. „ქართუს“ დახმარებით, მუცოში უკვე აღდგენილია 16 კოშკი. ეს იყო 5 წლიანი პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მსურს ყველა ქართველს მოვუწოდო, მეგობრებო, აუცილებლად ჩამოდით მუცოში. ეს უნიკალური ადგილია და სიტყვებით შეუძლებელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს სიამაყის საგანია მთელი საქართველოსთვის. მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობისა, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ასე ამაყობს და…

მეტი...

“მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც არხოტის სოფლებს ელექტროენერგიით მოამარაგებს” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არხოტის ხეობაში მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც სამ სოფელს მოამარაგებს ელექტროენერგიით. ასევე, პრემიერ-მინისტრის თქმით, არხოტის ხეობაში გზის გაყვანაც დაწყებულია. „აქ ხორციელდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. არხოტის ხეობაში გზაც კი არ იყო და ჩვენ დავიწყეთ გზის გაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც მოამარაგებს სამ სოფელს. ეს არის ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირობა, ცხოვრობდეს ოთხი სეზონის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა რეგიონის ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების გარდა, ინტერნეტი შატილისა და არხოტის თემებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მეტი...

ანაკლიის პორტის პროექტი ერთ-ერთმა მსხვილმა ამერიკულმა აქციონერმა დატოვა

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.  ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანიც ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე მიზეზის დასახელებისგან ის თავს იკავებს. ამერიკული “კონტი ჯგუფი” ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.

მეტი...

“პერსილისა“ და “არიელის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი იყიდებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.  მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებასა და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილი“-სა და „არიელი“-ს სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე…

მეტი...

წელს ყურძნის ფასმა, შარშანდელთან შედარებით, შესაძლოა, დაიკლოს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლამის განცხადებით,  პროდუქციის იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, შესაძლოა, ყურძნის ფასმა, შარშანდელთან შედარებით, დაიკლოს. ამასთან, მისი თქმით, რთველის სუბსიდირება არ იგეგმებ​ა. „იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, ცხადია, პირველი რაზეც ეს სავარაუდოდ იმოქმედებს, არის ფასი. თუმცა ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ფასწარმოქმნაში არ ერევა. ეს არის თავისუფალი ბაზრის პირობებში გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობაა, რომ სწორი მესიჯები მივაწოდოთ ფერმერებს. სუბსიდირებას არ გეგმავს სახელმწიფო, ჩვენი ვარაუდით, შარშანდელთან შედარებით, ფასმა შეიძლება,  დაიკლოს, მაგრამ ის მაინც საკმაოდ მაღალი იქნება იმისთვის, რომ თვითღირებულება დაკმაყოფილდეს და გარკვეული…

მეტი...

საოკუპაციო ხაზს მიღმა, შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს – ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

დღეს დილიდან რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი ისევ განაახლეს. რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი სახლი, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დამწვარი იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა, თუმცა ოჯახები საკარმიდამო ფართს იყენებდნენ. აღნიშნულ ოჯახებს რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლებში შესვლისა და ნივთების წამოღების შესაძლებლობა მისცეს. მიმდინარე პროცესებს ქართველ სამართალდამცავებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

მეტი...

ხვალ მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა გაითიშება და ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი

ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შედეგად, 17 აგვისტოს 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენდირექტორმა გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ნიკა გვარამიას თქმით, თუ მისი ბრალი ამის გამო დამძიმდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, შეგნებულად არც ჩამიხედავს ამ დოკუმენტში და მით უმეტეს, არც ჩამიბარებია. ანუ, მე ეს უნიკალური კოდი არ ვიცი, იცის მხოლოდ ამ უწყებამ და ამიერიდან თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის მხოლოდ ამ უწყების დამსახურება, მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება, ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო დამძიმდეს. დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, იმთავითვე…

მეტი...

კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანიის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს, რადგან ამით, მისი თქმით, თავიდან იქნება აცილებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი.  კიწმარიშვილის განმარტებით, სასამართლო დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშის მიერ, ტელეკომპანიის გაყიდვა მის უფლებებს დაარღვევს და უკვე მეორედ დააზარალებს. კიწმარიშვილი პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს. „მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა ის, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა…

მეტი...