ხაშურში, ოკუპანტების მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. უწყების ცნობით, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ამასთან, ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. მათივე ინფორმაციით, საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე.

მეტი...

მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ქალი, დუმილის უფლებას იყენებს

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი, დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულის ადვოკატის, ნათია პაჭკორიას განცხადებით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა, რომელიც ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. „ამ ეტაპისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობებს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგცემთ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული სტრატეგია შევაჯერეთ“, – განაცხადა ადვოკატმა. თბილისში, პეკინის გამზირზე ქალმა მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ მიაყენა. ის შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

მეტი...

“ვერავინ დაარღვევს ჩვენ საზღვარს” – ბიბილოვი

„სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი პოსტები საჭირო რაოდენობით განთავსდება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება. ვერავინ დაარღვევს ჩვენ საზღვარს“, – ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარა, რომელსაც კოორდინაციას ბიბილოვი და „უშიშროების კომიტეტის“ მეთაური ოლეგ შირანი უწევდნენ. „სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საზღვრისპირა ზოლზე ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საზღვარზე შესაძლო პროვოკაციული ინციდენტების ლოკალიზაციას. რეიდი დასახლებულ პუნქტ წნელისთან და გვირგვინასთან ჩატარდა. ადგილზე სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების ქმედებებს კოორდინაციას უწევდა პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის („კაგებე“) თავმჯდომარე ოლეგ შირანი“, – ნათქვამია…

მეტი...

საზღვრის უკანონო დატაცებას ჟენევის ფორმატში განიხილავენ

“უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რომ მომავალში, თავიდან იყოს აცილებული უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე” – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან  შეხვედრაზე განაცხადა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებული პროცესები.    „მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, განხილვის  ძირითადი საკითხი გახლდათ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ბუნებრივია, საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყველა დონეზე, უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, სამივე ორგანიზაციის ფარგლებში იმისთვის, რომ მომავალში  თავიდან იქნას აცილებული უკანონო ქმედებები“,…

მეტი...

„საქართველოს პრეზიდენტად უპირველესად იმიტომ ამირჩიეს, რომ ევროპელი ვარ” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველები კი არ მიისწრაფიან ევროპელობისკენ, არამედ უკვე არიან ევროპელები როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართველები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი ევროპის მიმართ. „მე საქართველოს პრეზიდენტად უპირველესად იმიტომ ამირჩიეს, რომ ევროპელი ვარ. ევროპელობა საქართველოს მოქალაქეების გონებასა და მენტალობაში ღრმად არის გამჯდარი. ქართველები გრძნობენ, რომ ევროპელები არიან, ეს არ არის ის, რისკენაც ისინი მიისწრაფიან, ისინი უკვე არიან ევროპელები. ამასთან, ქართველები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი ევროპის მიმართ, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროპულ მისწრაფებას ალტერნატივა არ აქვს. ამას ევროპელები ხანდახან ვერ ამჩნევენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბრექსიტზე. მისი თქმით, ის საქართველოსთვის ახალ…

მეტი...

“ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციის დონეა და ზომებიც ამ მიმართულებით იქნება მიღებული” – კობა გვენეტაძე

“საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაციის დონე, შესაბამისად, ზომები ამ მიმართულებით იქნება მიღებული”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია. „ჩვენ გავაკეთეთ კომენტარები, რომ ზოგადად, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, რამაც მოახდინა გავლენა კურსზე. ვფიქრობთ, ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში, რომელიც არის ლარის კურსის განმსაზღვრელი, იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ვპროგნოზირებდით“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ლარის კურსისთვის კონკრეტული ნიშნული…

მეტი...

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გუგუტინთკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გუგუტინთკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ. „გუგუტიანთკარში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადგილზე ვითარება გაამწვავა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია. ყველა ამგვარი მავთულხლართები, ახლად აღმართული სტრუქტურები აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, ურთულებს მათ ბაღებისადმი წვდომასa და ემუქრება სარწყავი სისტემისადმი წვდომას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი არის ძალისხმევის გაგრძელების ნაწილი ამ და სხვა მოვლენებზე რეაგირებისათვის 29 აგვისტოს ერგნეთში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის წინ. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაბამის მხარესთან კონტაქტს, რათა მათი ყურადღება მიაპყრონ ამ და სხვა საკითხებისადმი და მოუწოდონ მათ კომუნიკაციის ყველა არსებული…

მეტი...

პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საკითხზე ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისადმი მიმართვის შესახებ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. პროკურატურის განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, – კერძოდ: მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ „საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის…

მეტი...

“ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ” – ილია მეორე

“უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“ – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ტაძარში, ქადაგებისას. პატრიარქმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს მძიმე ჯვარი აქვს სატარებელი. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისა. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ…

მეტი...

“მოსამართლეები იბრძვიან იმისთვის, რომ ფულის კეთების კანონიერი საშუალება ჰქონდეთ” – დავით ჭიჭინაძე

“მოსამართლეები იბრძვიან იმისთვის, რომ ფულის კეთების კანონიერი საშუალება ჰქონდეთ. ადრე ქურდები გვყავდა ქვეყანაში საქმის გამრჩევები, ახლა მოსამართლეები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს. როგორც ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ეს არის მდიდრების სასამართლო და ვისაც მეტი ფული აქვს სიმართლეც მის მხარესაა. “ეს არის მდიდრების სასამართლო და ყოველთვის ვიძახი, ვისაც ბევრი ფული აქვს, მეტი შანსიც იმას აქვს და შესაბამისად, სიმართლეც მათ მხარესაა. ამიტომაც არის, რომ გარიგებებზე მიდიან და თანხმდებიან, რომ ვინც უფრო ძლიერია, იმას დაუთმონ, რადგან მას უფრო ძლიერი ფინანსური რესურსი აქვს.  მოსამართლეების სია, რომელიც პარლამენტში შევა,…

მეტი...

“ქართული ოცნება” იმით გამოირჩეოდა, რომ ბიზნესს პოლიტიკურად არ ავიწროებდა“ – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “თიბისი”-ს საქმეში პოლიტიკური კონტექსტი იკითხება. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ამოწევა წლების წინ შეეძლო და არა 11 წლის დაგვიანებით. “ბუნებრივია, პოლიტიკური კონტექსტი იკვეთება. „ქართული ოცნება” გუშინ არ მოსულა ხელისუფლებაში, არც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ჩაუდენიათ ეს ამბავი გუშინ. ეს საქმე 11 წლის წინანდელია და 2012 წელსაც წარმატებით შეეძლო “ქართულ ოცნებას” იგივე საქმე აღეძრა, რადგან თუნდაც იგივე მიდგომები ბიძინა ივანიშვილის მიმართაც იყო და პრინციპში, ამისთვის არავინ დაზრახავდა და პოლიტიკური არ იქნებოდა“ – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება…

მეტი...

“არავითარი პოლიტიკური ლიდერი, ჩვეულებრივი მევახშეა“ – დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძეზე

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სვლაში ლიდერს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ლიდერი ვერ იქნება. აღნიშნული განცხადება ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „პოლიტიკური ლიდერი რომ გახდე, ამისთვის პოლიტიკა უნდა იცოდე, რაზეც მას არანაირი ცოდნა არ გააჩნია. ძალიან სასაცილოა, პატრიოტიზმმა ახლა გაიღვიძა მასში.  მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეობით იყო დაკავებული. ის, რომ ბინებს ვიღაცებს აჩუქებს, ვფიქრობ, ეს ახალი ცინიზმია, რადგან ჩემთან ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი, ვინც დაზარალებულია მისი საქმიანობით, თუნდაც იმ მიკროსაფინანსოებით და იმ მევახშური საქმიანობით, რასაც ზოგადად ბანკები ეწევიან…

მეტი...

“მამუკა და ბადრი არიან ბიზნესმენები, ხოლო ივანიშვილი ოლიგარქია” – ფადი ასლი

“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე წარმოადგენენ იმ მცირეთაგან ქართველ ბიზნესმენებს, რომელთაც არასდროს შექმნიათ პრობლემა უცხოელ პარტნიორებთან. ორივე ბიზნესმენის რეპუტაციას პატივს სცემენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ”, – ასე გამოეხმაურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი, ფადი ასლი. მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითად განმასხვავებელი ნიშანი მამუკას, ბადრისა და ივანიშვილს შორის არის ის, რომ მამუკა და ბადრი არიან ბიზნესმენები, ხოლო ივანიშვილი ოლიგარქია. “მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გავიცანი 1998 წელს და სწორედ იქიდან მოყოლებული ვადევნებდი თვალს მათი ბიზნესების განვითარებას საქართველოში. მამუკა და ბადრი არიან ბიზნესმენები, რომლებმაც დამოუკიდებლად შეძლეს განევითარებინათ ბიზნესები და გაეხადათ ისინი იმ სექტორის…

მეტი...

ვინ არიან აფხაზეთში ჩასული გერმანელები და ავსტრიელები და რატომ უცხადებენ სეპარატისტებს თანადგომას!?

 „უკრაინაში ყველაფერი იაფია, განსაკუთრებულად კი ქალები“, – ეს ეს სიტყვები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებლის სტატუსით ჩასულ, ბერლინის საკრებულოს წევრსა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წარმომადგენელს, გერმანელ გუნარ ლინდემანნს ეკუთვნის, რომელიც მამაკაცებს, უკრაინელი „იაფი ქალების“ ხიბლით უკრაინაში ჩასვლას ურჩევდა. მას უკრაინაში ჩასვლა აკრძალული აქვს და სეპარატისტების მხარდამჭერია. ვინ არიან ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ჩასული გერმანელები და რა ინფორმაციას აქვეყნებს მათ შესახებ გერმანული მედია, აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი ესაუბრა.…

მეტი...

ქალი, რომელმაც პეკინზე ბავშვი დაჭრა, წუხელ დააკავეს

1968 წელს დაბადებული თ.ს. რომელმაც გუშინ, თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მშობლების თანდასწრებით დაჭრა, დაკავებულია. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში მიაწოდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – აცხადებენ შს სამინისტროში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ…

მეტი...