“გირაოს სახით შეიძლება, „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს, ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს” – ვატო წერეთელი

  •  

“გირაოს სახით შეიძლება, „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს, რომ მამაჩემი დავიხსნა. ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს”, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილმა, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. ყველაზე ცუდი, რაც ხდება, გირაოს სახით შეიძლება, მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება, რომ დავიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს. თუ მოგვიწევს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება, ვულოცავ პროკურატურას და სახელმწიფოს“, – განაცხადა  ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აუკრძალა.

მსგავსი თემები