ავთანდილ წერეთელს 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

  •  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აუკრძალა.

ავთანდილ წერეთელს გირაოს თანხის გადახდისთვის 14-დღიანი ვადა აქვს. თუმცა, თავად წერეთელი აცხადებს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა მას არ გააჩნია.

„ეგ უნდათ, რომ „ტვ პირველის“ ქონება ჩავდო, მეტი არაფერი. ვერ ეღირსებიან. მე არ გადავიხდი და ვისაც უნდა, გადაიხადოს“, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ავთანდილ წერეთელმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელი „ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა.

მსგავსი თემები