“2004 წელს, ოქრუაშვილის ბრძანებით, რუსულ დიპლომატიურ მანქანას ალყა შემოარტყეს, რაც ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა” – გიორგი ხაინდრავა

“2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, სამხედრო პოლიციის შენაერთებმა, გააჩერეს და ალყა შემოარტყეს რუსულ დიპლომატიურ მანქანას, რაც ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და რეჟისორმა, გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ყოფილი მინისტრის თქმით, ამ ინციდენტმა სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ რუსეთ-ამერიკის სამიტზე იქონია გავლენა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხიც უნდა განეხილათ. „დიპლომატიურ მანქანებზე თავდასხმა, ეს არის ყველაზე ბარბაროსული აქტი, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს სახელმწიფომ. მაშინ ამ მანქანაში გენერალი ევნევიჩი იჯდა, რომელიც იმიტომ გააჩერეს, თითქოს ის დამნაშავე ყოფილიყო. ის მართლაც დამნაშავეა და არამხოლოდ ქართველი ერის წინაშე. რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური, ევნევიჩი მანამდე ათჯერ მაინც…

მეტი...

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროში ბრიფინგი გაიმართა

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა, რომელსაც გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა იმნაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია და აღნიშნა, რომ 11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია, წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას. მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას,…

მეტი...

“სააკაშვილის ქმედება საკუთარი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა” – დიმიტრი ხუნდაძე

“მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საომარ მოქმედებებში რომ იმ მიზნით ჩართულიყო, რასაც გვიყვება, თითქოს ის ქართული სახელმწიფოს ერთიანობას იცავდა, მიუხედავად განცდილი მარცხისა, მის ბრალეულობას არავინ შეეხებოდა. მაგრამ მისი ქმედება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა”, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.~ ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ ამის მაგალითად კი მას 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველზე განვითარებული მოვლენები მოჰყავს. “ჩვენ, ამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე რამდენიმე წელი დავკარგეთ. სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ჩანს, დღესაც მზად არიან ნებისმიერი ფასი გადაიხადონ, ოღონდ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.…

მეტი...

„დრესკოდის“ დაწესებასთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტებას აკეთებენ

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, მცხეთის მერიაში, მოქალაქეებისთვის “დრესკოდი” დააწესეს, მუნიციპალიტეტის მერია ეხმიანება. გავრცელებული ინფორმაციით, მერიამ მოქალაქეებს დაუდგინა, როგორი მაისური, შარვალი, ან ფეხსაცმელი არ უნდა ეცვათ მათ. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, “მედიაცენტრი მთავარი” მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიაში განგვიმარტეს, შენობაში დაშვების პირობები საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესაბამისადაა შემუშავებული, რაც მოქალაქეებისთვის ხელისშემშლელი პირობა არასდროს ყოფილა. “მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს ყოველდღე, შესვენების გარეშე, 09:00 საათიდან -18:00 საათამდე ვიღებთ. საჯარო დაწესებულების გამართულად და მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაუმჯობესებას, მერიის მხრიდან, მუდმივად დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც…

მეტი...

“არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა” – სააკაშვილი აგვისტოს ომზე

“ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ჩვენი შიში ქრონიკული გახდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, ისინი ომისთვის მზად არ იყვნენ. „ჩვენ რომ არაფერი მოგვემოქმედებინა, ისინი შესაძლოა, იქვე დარჩენილიყვნენ, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაგვაზიანებდა, რადგან სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო. ჩვენ დავუშვით სხვა შეცდომებიც. არ ვიყავით მზად – ჩვენი შიში ქრონიკული გახდა. ძალიან დაძაბულები ვიყავით. გაზაფხულზეც ძალიან ახლოს ვიყავით ომთან, მაგრამ ბევრი მედიაცია იყო. 7 აგვისტოს, ღამით ჩინეთში მივდიოდი და აეროპორტიდან ორჯერ დავბრუნდი. ოლიმპიადაზე ვაპირებდით წასვლას. დაძაბულობა ქრონიკული გახდა. მასობრივი სროლები იყო და ამიტომ დავრჩი. მერჩივნა, პეკინში…

მეტი...

“აგვისტოს ომი რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო” – გიორგი ხაინდრავა

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და რეჟისორი, გიორგი ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო. როგორც გიორგი ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ეკისრება აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა. “მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უტიაშვილი, სააკაშვილი, ბოკერია, ოქრუაშვილი, ბარამიძე, მერაბიშვილი და მთელი ეს დანაშაულებრივი ჯგუფი არამარტო დამნაშავეები, არამედ მოღალატეებიც არიან, რადგან აგვისტოს ომი რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო. ამის დამადასტურებლად შემიძლია მოგიყვანოთ ერთ-ერთი ფაქტი. 2008 წლის ივლისში, ისევე როგორც 2006-2007 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში, ცხინვალის რეგიონთან მიმდინარეობდა სამხედრო წვრთნები, რომელსაც „კავკაზ 2008“ ერქვა. რუსულ სამხედრო გაზეთში „წითელი…

მეტი...

ატირებული სამხედრო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე (ვიდეო)

დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, კადრში გამოჩნდა სამხედრო, რომელიც ტიროდა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ვიდეო https://web.facebook.com/lasha.meskhi.3/videos/10212292578544606/?t=0 

მეტი...

ისანში ერთ-ერთ ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის, უშანგი სოფრომაძის სახელი მიენიჭა

ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული 3 შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. უმცროსი სერჟანტი უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას ის ტყვედ ჩავარდა. უშანგი (შმაგი) სოფრომაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ, სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ კი დახვრიტეს.

მეტი...

„ალბათ, მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ ის ტყვედ არ ჩავარდებოდა” – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდნილი და დაღუპული გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე ვარაუდობს, რომ მისი მეუღლე მძიმედ იყო დაჭრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ტყვედ არ ჩავარდებოდა.  „ალბათ, ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა. ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე, 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან, რომ დაღუპულია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. დეენემზე ეჭვი არ მაქვს, რადგან ყველასი დაემთხვა. თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს. გიორგის ისე სცემდნენ, რომ კბილები არ შერჩებოდა”, – განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ.  უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე,…

მეტი...

“მსოფლიომ იხილა, საქართველოს მხედარმთავარი როგორ მიცუცხავდა ბრძოლის ველიდან” – გოგა ხაინდრავა აგვისტოს ომზე

“დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული, ძალიან ტრაგიკული და სამარცხვინო თარიღი საქართველოს, როგორც ქვეყნის ისტორიაში”, – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ, საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენები “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რუსეთი ისტორიულად ყოველთვის არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, თუმცა, ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ბრძოლის ველიდან ჩაცუცქული გაიქცა, იყო ქვეყნის სირცხვილი. “ტრაგიკული თარიღია იმიტომ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვიატოში ჩვენ დავკარგეთ 400 ზე მეტი ადამიანი. დაიჭრა და დასახიჩრდა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე და სამხედროები, დავკარგეთ 150 სოფელი და დღესაც 20% საქართველოს ტერიტორიის არის ოკუპირებული, ანექსირებული…

მეტი...

“სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში” – ამერიკელი დიპლომატი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში „ვიგონებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად საკუთარი თავი გაწირეს, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ამ ომს შეეწირა. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი ძალები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართვლოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებია. ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, რომლებიც აფხაზეთსა და…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებმა პატივი მიგეს. მუხათგვერდის სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის სხვა წევრები.  2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 130 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.

მეტი...

“დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ” – ამერიკელი მკვლევარი

“2008 წელს რომ გაგვემახვილებინა ყურადღება იმაზე, თუ რას აკეთებდა რუსეთი მისი მეზობლების წინააღმდეგ, მივხვდებოდით, რომ მომავალში ეს ჩვენი პრობლემაც გახდებოდა”, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარმა, ბრაიან უიტმორმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ამან იმოქმედა როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში. „სამწუხაროდ, ომმა ძალიან გვიან შეცვალა დასავლეთის გეოპოლიტიკური ხედვები. 2008 წელს რომ გაგვემახვილებინა ყურადღება იმაზე, თუ რას აკეთებდა რუსეთი მისი მეზობლების წინააღმდეგ, მივხვდებოდით, რომ მომავალში ეს ჩვენი პრობლემაც გახდებოდა. 11 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და რუსეთისთვის ამას არ მოჰყოლია არანაირი საფასური. შედეგად,…

მეტი...

“ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა” – მამუკა ბახტაძე

“საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2008 წელი იყო ოკუპაციის გაგრძელება. „ძალიან დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა აქცენტის სწორად დასმა. ქართული მოსახლეობის დევნა და ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო. რაც შეეხება 2008 წელს, ეს იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის დიდი ტკივილი, დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო სამწუხაროდ, ძალიან ხილული. ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ…

მეტი...

საქართველოს მასშტაბით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა შენობებზე. რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

მეტი...

“ომმა კიდევ უფრო დაგვაშორა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების იდეას” – დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე

„აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს იყო ტრაგედია, რომელსაც მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების, გმირი პოლიციელებისა და სამხედროების მსხვერპლი. მას შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის 20%. ამ ომმა კიდევ უფრო დაგვაშორა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების იდეას“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და ამ ყველაფერს, ყოფილი ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას უკავშირებს. ხუნდაძის შეფასებით, მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, მოეხდინა ინტერვენცია საქართველოში, ეს ვერ განხორციელდებოდა, რომ არა, მაშინდელი ხელისუფლების უგუნური თუ არა, მოღალატეობრივი პოლიტიკა. „გონიერი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად არ რისკავს საკუთარ ხალხს და ქვეყანას და წაგებისთვის არ წირავს…

მეტი...