ავთანდილ წერეთელი 500 000 ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს

„ამ თანხას არ გადავიხდი და  წავალ ციხეში“, – ეს განცხადება სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებთან გააკეთა. ბიზნესმენი თანახმაა, ციხეში წავიდეს.

„მატ უნდათ, „ტვ პირველის“ ქონება ჩავდოთ გირაოში. ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, ის ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა  ავთანდილ წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

მსგავსი თემები