“სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობა დაიგეგმა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ” – ზაზა სარალიძე

“დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაიგეგმა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ”, – ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებას. მისი თქმით, დავით სარალიძის სახელის განადგურებას პირველივე დღეებიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, კონკრეტულად ბაბუა, ბორია კაკუბავა, დავით სარალიძის მკვლელების ხელის დაფარებასა და მტკიცებულებების განადგურებაში ასევე მონაწილეობდნენ, მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, მამა, ძმა, ბიძა და ასე შემდეგ. “2017 წლის 1 დეკემბერი, დაახლოებით 13 საათი. ა.ს. ურეკავს დასახმარებლად მიხეილ კალანდიას,მიხეილ კალანდია თავის მხრივ აგროვებს ეგრეთწოდებულ საძმოს და წინასწარ გეგმავენ სად უნდა წავიდნენ, რა იარაღი უნდა წაიღონ და…

მეტი...

რომელ ახალ საგნებს ისწავლიან სკოლაში სექტემბრიდან მოსწავლეები?

სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლაში ახალი საგანი ,,მოქალაქეობა“ დაემატებათ. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ახალი საგნის ფარგლებში მე-7 კლასელი ბავშვები, ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, დასავლურ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებსა და სხვა საკითხებს გაეცნობიან. “მე-7 კლასიდან იწყება საბაზო საფეხური, შესაბამისად საკითხები იქნება დაწყებული სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მოწყობით დამთავრებული, ასევე საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან. ბავშვები გაიგებენ რა ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა მოქალაქეობა, რა არის მათი პასუხისმგებლობები. მისაღწევ შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული ის, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მოსწავლე, არის პიროვნება და უნდა გააცნობიეროს მის ირგვლივ არსებული რეალობა, განსხვავებულობა რაც ხდება საზოგადოებაში…

მეტი...

“ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება არის მშვიდი და სტაბილური” – თამარ ხულორდავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას ცნობით, ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება მშვიდი და სტაბილურია. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც, რომ არ მოხდეს თავისთავად ფეთქებადი და ძალიან საფრთხილო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა. „ჩვენთვის უმთავრესია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს და არც ოკუპირებულ მხარეს დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ შეექმნათ. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც, რომ არ მოხდეს თავისთავად ფეთქებადი და ძალიან საფრთხილო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა“, – განაცხადა დეპუტატმა. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საქართველოს…

მეტი...

“პროვოკაცია მიმართულია ჩვენს ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ” – მედოევი

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული. მედოევის თქმით, საქართველოს მთავრობას ამ საბადოების გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის აქვს გადაწყვეტილი. „როგორც იქნა აღელდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა, ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ, მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია ტალკისა და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ, ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტისა და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებსა და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს…

მეტი...

“ჩემი დამოკიდებულება იმ ჯგუფის მიმართ, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს არსებული პოლიტიკით, კრიტიკულია” – გია ჟორჟოლიანი

“ჩემი დამოკიდებულება იმ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს საქართველოში, ბოლო 25 წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკით, არის კრიტიკული”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურ ლიდერად, პასუხად განაცხადა.  როგორც ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, იმ პოლიტიკას, რომელსაც ბიზნესმენები ადგანან, ის მხარს არ დაუჭერს.  “პიროვნულად არავისზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მაგრამ ეს პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ბანკები სრულად უნდა აღმოჩნდნენ რეგულაციებში.  სამომხმარებლო კრედიტებით მიღებული შემოსავლები არ შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი შემოსავალი ქვეყანაში. სექტორი უნდა განვითარდეს, ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა, თან ისე,…

მეტი...

“არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!” – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან ჭორები მათ სიკეთეს არ მოუტანს. „პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო, ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება! სოფელ უისტას მცხოვრებლები უსაფრთხოდ არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი. უფროსი შვილის გარდა, ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მეტი...

ავარია ქვემო ქართლში – დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.  შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

მეტი...

“რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება” – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

საქართველოში, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს. „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგუნურ უგულებელყოფას განაგრძობენ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

მეტი...

გარდაბანში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა -„ქართული ფრინველი“ ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,100,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 750,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი ინვესტიციაა. უწყების ცნობით, ფერმა დღეში საშუალოდ 15,000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო საწარმოში მუდმივად 12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. “სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც ქვემო ქართლის რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და…

მეტი...

“მიხეილ კალანდია საპყრობილეში მსხვერპლად გამწესებული ახალგაზრდაა“, – ადვოკატი 

„მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული საქმის მასალებისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების სრული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია არის მმართველი პოლიტიკური ძალისა და მასთან სასარგებლო ალიანსში მოკალათებული, საქართველოს პარლამენტის მოჩვენებით ოპოზიციად ქცეული ე.წ ევრონაცების ერთობლივი პროექტის შედეგად, საპყრობილეში მსხვერპლად გამწესებული ახალგაზრდა, რომელსაც მხოლოდ შეუსრულდა 18 წელი“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ ადვოკატი ზურაბ თოდუა.  ადვოკატი იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმრად ითვლება. „1. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ პირდაპირ გასცა მითითება მიხელ კალანდიას მიმართ დევნის დაწყების შესახებ (ამ დროს ეს უფლება მხოლოდ პროკურორის დისკრეციაა); 2.…

მეტი...

“ველით, რომ ყველა მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს თავის გავლენას, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია“ – საფრანგეთის საელჩოს განცხადება

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას. „ვითარება ჩორჩანას გარშემო, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს შეიარაღებული სუბიექტების უშუალო სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია. ველით, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

“თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით” – რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

“ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელთაც დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი სერიოზულად არის შეშფოთებული სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვართან დაძაბულობის ესკალაციით.  „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის არაერთხელ ნათქვამი უარის ფონზე. დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე. ამ პირობებში, სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინერულ აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ისინი მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება, როგორც…

მეტი...