„იმ მთავრობამ ქონება და ფული წამართვა, „ტვ პირველს“ ვერავინ წამართმევს“ – პროკურატურა ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ

  •  

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის სს საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს 15:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ სასამართლოს წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართა. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელი „ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც წერეთლის ბრალეულობას ადასტურებს. დაცვის მხარე ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

როგორც ცნობილი გახდა, გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ბიზნესმენი კი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მხოლოდ სასამართლოში აპირებს გამოცხადებას.

„იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული, „ტვ პირველს“ ვერავინ წამართმევს. როცა დამიძახებენ, მივალ სასამართლოში და არა პროკურატურაში“ – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა მედიასთან.

მსგავსი თემები