“ფორმულა კრეატივი” ახალ ტელევიზიას დავით კეზერაშვილთან ერთად ხსნის

უახლოეს პერიოდში, “ფორმულა კრეატივი” და დავით კეზერაშვილი, ერთობლივად ტელევიზიას გახსნიან. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს მიშა მშვილდაძე.  მისი განცხადებით, ტელევიზია ზეპარტიული იქნება, არ მოემსახურება ერთი რომელიმე პარტიის ინტერესებსა და გარკვეული ღირებულებების მატარებელ ყველა პარტიაზე იმუშავებს.  ამასთან, “ფორმულა კრეტივის” დამფუძნებელმა, ირაკლი საღინაძემ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელა ტელევიზიის გახსნასთან დაკავშირებით. “დღეს ქვე­ყა­ნა­ში შემ­ქნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და აშ­კა­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას, თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­აქ­ცი­ოს მთე­ლი მე­დი­ა­სივ­რცე და ჩა­ახ­შოს კრი­ტი­კუ­ლი აზრი. მო­ქა­ლა­ქე­ებს ეზღუ­დე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჰქონ­დეთ მრა­ვალ­მხრი­ვი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი…

მეტი...

“სჯობს, პატიმრობის ნაცვლად, ნარკომომხმარებლებმა რეაბილიტაცია გაიარონ” – აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პატიმრობის გაუქმების შესახებ, არ ეთანხმება. ზოიძის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა რთული იქნება და სჯობს პატიმრობის ნაცვლად, ნარკომომხმარებლებმა რეაბილიტაცია გაიარონ.  „ასეთი გაყოფა ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას, იწვევს აგრესიასა და ფსიქოზურ მოვლენებს. გამართლებულია, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ“, –…

მეტი...

კიევში დაკავებულ არალეგალ მიგრანტებს შორის, ქართველებიც არიან

კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაკავებულებს შორის არიან აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს. როგორც ცნობილია, 50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.

მეტი...

კოლხეთის პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ანაკლიაში სანაპირო ზოლზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ანაკლიაში, შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. ძირითადი სამუშაოები, მდინარე “თიქორის” სანაპიროსთან, ცვანეს ტერიტორიაზე ჩატარდა. ჭურიასთან ახლომდებარე სანაპირო ზოლი ეკოლოგიურად სუფთაა და სულ მალე იქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც იგეგმება.  ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა, მერის მოადგილეებმა, გიგა ფარულავამ და კონსტანტინე კაკავამ. დასუფთავების აქციაში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, დავით ფარცვანია და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია.

მეტი...

ნათელაშვილი პარლამენტს ქართველი ერის ისტორიის დადგენილების პროექტის შემუშავებას სთხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტს ქართველი ერის ისტორიის დადგენილების პროექტის შემუშავებას სთხოვს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად მოყოლის გამო უნდა გადაიდგას, რათა შემდეგში არ გამეორდეს მსგავსი პრეცედენტი. „რამდენიმე დღის წინ პუტინმა საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოს ცრუ ისტორია მოუყვა, რომლის თანახმადაც, ჩვენ პატარა ერების გენოციდისა და ოკუპირების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ახალი გეგმა საქართველოს შემდგომი დაშლისკენ და შედეგებმაც არ დააყოვნა. უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, ე.წ. დუმა იწყებს პროექტის განხილვას, თითქოს ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, ყოველგვარი ოპოზიცია-პოზიციის გარეშე, სასწრაფოდ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა და მიიღეთ დადგენილების პროექტი…

მეტი...

ნიკა გვარამია, შესაძლოა, ხელმეორედ გამოკითხონ

გამომძიებელი, ბექა კვიციანი “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარებას არ გამორიცხავს.  ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ, შესაძლოა, გამოკითხვაზე ნიკა გვარამიას გარდა, სხვა პირებიც დაიბარონ, თუმცა გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა. პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ „რუსთავი 2″-ის ოფისიდან, კერძოდ კი მე-15 ოთახიდან, სადაც „ინტერმედიას“ სამუშაო სივრცე იყო, თუმცა უმეტესად “ჩცდ”-ს სცენებია გადაღებული, დოკუმენტები და სეიფი წაიღეს. გამომძიებლის თქმით, ჯერ სეიფი არ გაუხსნიათ. მისი განცხადებით, დაწყებულია დოკუმენტაციის შესწავლა. 

მეტი...

ნინო ქათამაძემ რუსეთში 2020 წელს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

მომღერალმა, ნინო ქათამაძემ რუსეთში 2020 წელს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 2019 წლის 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს. ამას წინ ქართველი მომღერლის მიერ გავრცელებული წერილი უძღოდა, სადაც ის რუსეთში სიმღერაზე უარს ამბობდა. მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა.  ამასთან, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოში მომღერალ ნინო ქათამაძის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას ითხოვენ.  კონცერტი მოსკოვში 2020 წლის 27 მარტს იყო დაგეგმილი. 

მეტი...

რა პროდუქტებზე გაიზარდა ფასები ივლისის თვეში? – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში ინფლაციის დონეს ეხება.  უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02% ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით, 0.4% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9% ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით, 3.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9%-ით განისაზღვრა.  საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის, სურსათისა და უალკოჰოლო…

მეტი...