“მივიღე გადაწყვეტილება, ტელევიზია არ გაკოტრდეს” – „რუსთავი 2“ არ გაიყიდა

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა. მისი თქმით, მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ის საკუთარი ძალებით შეეცდება. ხალვაშის განცხადებას, “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. „დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვრე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისებასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი. საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა „რუსთავი 2“. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს.…

მეტი...

უკრაინაში ყაჩაღობაში ეჭვმიტანილთა დაჯგუფება დააკავეს, რომლის წევრებიც ქართველები არიან

უკრაინაში, კიევის ოლქში სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი უცხოელებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს, რომლის წევრებიც ქართველები არიან. დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრების სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ. სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისინი შეიარაღებულები იყვნენ. ამასთან, როგორც კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა, სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ. დაკავებულთა ასაკი 33, 41 და 45 წელია. მათ უკრაინაში ბინადრობის უფლება ჰქონდათ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი…

მეტი...

“ისეთი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ტაძარში ევრორემონტი გავაკეთეთ” – ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ტაძრის ტერიტორიაზე ჩაშენებული კარადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ კარადას თავისი დატვირთვა აქვს და მცირე ადგილს იკავებს. „წლებია, რაც ეს კარადა აქ დგას. ყოველ შემთხვევაში, 2-3 წელი მაინც არის, რაც ამას აქ ვხედავთ და ახალი არაფერი მომხდარა. ამას სააგენტოს წარმოადგენლებიც ხედავდნენ. მიღებულია ტაძრის გამშვენება ხატებით, კიოტებით, კანკელით და იმ სათავსოების გაკეთებით, რომელიც საჭიროა ყოფა-ცხოვრებისთვის. ტაძრის მსახურებისთვის ცოცხი, აქანდაზი, ფიანდაზები გვაქვს შენახული, რომელსაც ვიყენებთ სამღვდელმთავრო მსახურების ჟამს. აქ ახალი არაფერი არ გახლავთ და ინფორმაცია ისეა მოცემული, თითქოს მთავარ ტაძარში ხდება ეს ყველაფერი და თითქოს ევრორემონტი…

მეტი...

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტები გაზომავენ

დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში. დაიგეგმა საველე სამუშაოები – ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

მეტი...

დავით ფაცაცია მინისტრად დაინიშნა – ცვლილებები აფხაზეთის მთავრობაში

აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დაიწყო. ერთ-ერთი მინისტრის სავარძელი კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა – დავით ფაცაციამ ჩაიბარა. რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს გადაეცა. რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრი დავით გვაძაბია დავით ფაცაციამ შეცვალა. წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია კადრების შემცირებაც.  რეორგანიზაციის პროცესი კი 1-ელ ოქტომბერს დასრულდება.

მეტი...

“ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში” – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მორწმუნეებს ფერისცვალობის დღესასწაული მიულოცა და ბრძანა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაღლა ასასვლელად და არა დაბლა ჩასასვლელად. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება. ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა და ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“ – ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვისას.

მეტი...

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11 მარშრუტიდან ექვსზე მგზავრობის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა. მგზავრებს ახალი ტარიფით გადახდა დღეიდან მეტროსადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. აღსანიშნავია, რომ ძველი ტარიფი დარჩა რუსთავი-ძველი ბაზარი-მოსკოვის გამზირის; რუსთავი-ძველი ბაზარი-„ისთ ფოინთის“; რუსთავი-შარტავას გამზირი-ლილოს; რუსთავი-მეტალურგიული ქარხანა-გლდანის; რუსთავი-მე-19-ე მკ/რ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებზე.

მეტი...

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, დღესვე განახლდება.  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები. 

მეტი...

დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი დააკავეს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემეს. ინციდენტი რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოხდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ქუმსიშვილმა და მისმა მეგობარმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. „საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე…

მეტი...

შავ ზღვაში, შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები; არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ; არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე; არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს; მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში, არ ჩავიდნენ წყალში. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

მეტი...