თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თამარ მეფის შვილიშვილის სარკოფაგს არქეოლოგიური გათხრებისას ქალაქ ერზერუმში, პასინ-ლერის რაიონში მიაკვლიეს. „სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი. თურქეთის ქ. ერზერუმის პასინ ლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას“, – ვკითხულობთ თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღემდე არავინ იცოდა, სად იყო დასაფლავებული გურჯი ხათუნად წოდებული – თამარ დედოფალი. გურჯი ხათუნი იგივე თამარ ბაგრატიონი იყო თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის ასული. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17…

მეტი...

“აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადსა და ეკონომიკას” – არჩილ თალაკვაძე

“აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადსა და ეკონომიკას. დავაბრუნებთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტურიზმიდან შემოსავალი ივლისში 13,3%-ით შემცირდა. „ჩვენ ვნახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, რომ როგორმე სახელმწიფო და ხელისუფლება დაესუსტებინათ. სამწუხაროდ, მათ პირველ ადგილზე დააყენეს თავიანთი პარტიული ინტერესები და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაზარალებულიყო სახელმწიფო. ამის შედეგიც არის ის, რომ ტურისტული ნაკადი და კლიმატი ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, შეიცვალა უარესობისკენ. თუმცა, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადს, აღვადგენთ ეკონომიკასაც და…

მეტი...

სასამართლომ კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო. ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე სარჩელით „რუსთავი 2-ის“ 30%-ის გადაცემას ითხოვდა. შესაბამისად, ია კიწმარიშვილს უარი ეთქვა დავის დასრულებამდე უზრუნველყოფის ღონისძიებაზე ყადაღის გამოყენების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზები ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა და ”რუსთავი 2”-ის დირექტორმა, პაატა სალიამ განმარტა. „მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობისა და შპს “პანორამასთვის” გადაცემული წილების უკან დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილულია. ეს გადაწყვეტილება კანონით ძალაშია შესული. მაშინ მას უარი ეთქვა ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე,…

მეტი...

“თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს” – სეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტოს ინფორმაციით, უწყება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები კი, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება. სააგენტო განმარტავს, რომ 2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა დედაქალაქში აიღეს  სასმელი წყლის 63 სინჯი, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა. სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მეტი...

“ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება” – პრემიერი საარსებო მინიმუმზე

“ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი „საქსტატმა” უნდა გასცეს. „წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც „საქსტატი” ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე სწორედ მან უნდა გასცეს დეტალური პასაუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება”, – განაცხადა პრემიერმა. მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებებო მინიმუმი ერთი ლარით შემცირდა და 187 ლარზე დაფიქსირდა. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი,…

მეტი...

“წყალი, რომელიც თბილისს მიეწოდება ხარისხიანია” – გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის და მოსახლეობისთვის მისი მიღება უსაფრთხოა. „წყალი, რომელიც დედაქალაქს მიეწოდება, უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიებში არაერთ ფილტრაციას გადის. ეს ლაბორატორიები მე და ჩემს კოლეგებს პირადად გვინახავს და ვიცით, თუ როგორი მაღალი ტექნოლოგიებით მოწმდება წყლის ხარისხი. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, იქ გარკვეული პრობლემები შესაძლოა იყოს, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არსებობის შემთხვევაში, პრობლემა გადაიჭრება,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში, რადგან სასმელი წყლის ხარისხზე საუბარი ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო თემაა.

მეტი...

18 აგვისტოს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი სამგზავრო მატარებელი დაინიშნა

საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 18 აგვისტოს, კვირას თბილისი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელს ამატებს. სამგზავრო მატარებელი დაემატება ორივე მიმართულებით და იმოძრავებს შემდეგი განრიგით: გასვლა-თბილისი – 09:05 საათი, ჩასვლა-ბათუმი – 14:42 საათი; გამოსვლა-ბათუმი – 18:30 საათი, ჩამოსვლა-თბილისი – 00:07 საათი. რაც შეეხება 17 აგვისტოს – შაბათს, ამ დღეს ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი უკვე დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, მგზავრმა აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე  – Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

მეტი...

“ვურჩევდი ყველას, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე“ – რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი, რუსეთს მოუწოდებს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ელჩი სხვა დიპლომატებთან ერთად დღეს სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. საზღვრის გაყვანის პროცესის განახლებით შეწუხებულია. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ღრმად შეწუხებულია იმ ინფორმაციით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ გუგუტიანთკარში განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. ეს მოვლენების ძალიან უარყოფითი განვითარებაა, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას რეგიონში, ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ე.წ. ბორდერიზაცია შეწყდეს და…

მეტი...

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღში დევნილები შეიჭრნენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრნენ. ისინი მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას მოითხოვენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობის ტერიტორია უკანონოდ ოთხი დევნილის სტატუსის მქონე ადამიანმა დაიკავა, დანარჩენი ხუთი მოქალაქის სტატუსის შესახებ კი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. 109-ე ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც თბლისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული ბაღის შენობის ავარიულობის შესახებ არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბავშვები ამ ბაღიდან „დირსის“ კომპლექსში, ნაქირავებ ფართში გადაიყვანეს. 

მეტი...

თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები 2011 წლიდან, თბილისის ზღვაზე საბანაოდ ნებადართულ ტერიტორიაზე, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ახორცილებენ. უწყების ცნობით, წყლის სინჯები რეგულარულად მოწმდება 29 კომპონენტზე, მათ შორის 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამატებით კიდევ ჩატარდება თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კვლევა და შედეგები ეცნობება…

მეტი...

გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ელჩებს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცნობენ ვითარებას, თუ როგორ მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და როგორ შეეწირა ახალ მავთულხლართებს რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინტენსიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს. საოკუპაციო ზოლთან საელჩოს 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება, მათ შორის, ლაშა დარსალიას განცხადებით, გუგუტიანთკარში ჩავიდა 8 ელჩი. არსებული ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადგილობრივებს…

მეტი...

20 ივნისს დაშავებულებისა და დაკავებულების უფლებებს ახალი მოძრაობა – “20 ივნისის პოლიტპატიმრები” დაიცავს

20 ივნისს დაშავებულებისა და დაკავებულების უფლებებს ახალი მოძრაობა – “20 ივნისის პოლიტპატიმრები” დაიცავს. ამის შესახებ მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, კოტე კემულარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კემულარიას თქმით, ისინი 20 ივნისის ღამით დაშავებულებს კომპენსაციის მიღებაში დაეხმარებიან.  „ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად. დავიცავთ ყველა პატიმარს, ყველა იმ დასახიჩრებულს, რომლებსაც დღეს აშინებენ. ყველას დავუკავშირდებით, დავეხმარებით უანგაროდ, რომ მათ მიმართონ სასამართლოებს, იფიქრონ კომპენსაციაზე, რომელიც მათ ეკუთვნით. არ უნდა დავტოვოთ დაუსჯელი ეს ყველაფერი, თორემ მომავალში კიდევ განმეორდება ასეთი უბედურება“, – განაცხადა კემულარიამ.

მეტი...

“ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი” – მამუკა ბახტაძე

“ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები მაღალ შემოსავალს მიიღებენ. „მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. მათი და ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს. სანამ ეს პრობლემა არსებობს, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ ამ საკითხის ბოლომდე გადასაჭრელად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში…

მეტი...

“ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს” – ლევან კობერიძე

დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, ქვეყანას ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც კანონს არღვევს.  მისი თქმით, მან ორი თვი წინ, შს მინისტრს სადეპუტატო კითხვა გაუგზავნა თბილისში, ამოტრიალებული მანქანების გამოჩენასთან დაკავშირებით, მაგრამ დეპუტატის თქმით, მისგან პასუხი არ მიუღია, რაც კანონის დარღვევაა. “ორი თვის წინ, შსს მინისტრს გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი – კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის”. რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტსა და რა შედეგები დადგა. ჩემი აზრით, ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს კანონის…

მეტი...

“გალერია თბილისი” ისევ პარალიზებულია – უცნობია, როდის გაიხსნება სავაჭრო ცენტრი

ხანძრის შემდეგ, „გალერეა თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დილიდან შენობასთან არიან შეკრებილები, თუმცა მათ იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც “გალერია თბილისის” ვებგვერდზეა აღნიშნული, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამჟამად სავაჭრო ცენტრში სავენტილაციო სისტემების შემოწმება მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი. ცნობისთვის, ხანძარი სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს ალი მოედო, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობა დაკვამლიანდა. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

მეტი...

“გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახს ახალი სახლი ექნება” – მამუკა ხაზარაძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გუგუტიანთკარში, გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. ხაზარაძე ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს, დაეხმარონ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. „რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს…

მეტი...

საკვებში აკრძალული საღებავების შემცველობაზე დამატებით ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში გავრცელებული ექვსი დასახელების სურსათში აკრძალული სინთეზური საღებავების გამოყენებას ეხება. მათი ცნობით, გადამოწმების მიზნით, დამატებით ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. „გატარებული ღონისძიებების შედეგად, წითელ წიწაკაში (ძირითადად იმპორტირებული) გამოვლინდა აკრძალული საღებავების შემცველობის არაერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება – პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზური საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთან…

მეტი...

“გალერია თბილისში” ევაკუაციაა გამოცხადებული

„გალერია თბილისში“ ხანძარია. შენობა მთლიანად დაკვამლიანებულია. გავრცელებული ინფორმაციით, გამწოვი დაიწვა. ამდროისთვის მიმდინარეობს შენობაში მყოფთა ევაკუაცია. ადგილზე რჩება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მეტი...